უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 ოქტომბერი, 2019 15:00
font-size

ჩვენს უკან დგას ქვეყანა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება - დავით ზალკალიანი

“მსურს ჩემი ქვეყნის მოსახლეობისთვის საგარეო უწყება და პირადად მე ვიყო მინისტრი, რომელიც მათ ოჯახებში მოიტანს მშვიდობას და არა შეიარაღებულ კონფრონტაციას, სტაბილურობას და არა ესკალაციის მუდმივ საფრთხეს, გააზრებულ ნაბიჯებს და არა სპონტანურ გადაწყვეტილებებს, შეუქცევად ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მომავალს. ამისათვის გადავდგამ ყველა საჭირო ნაბიჯს, პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკის მიუხედავად, რადგან ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი მოსახლეობის მანდატით და ჩვენს უკან დგას ჩვენი ქვეყანა, რომლისთვისაც ახლა უმთავრესია მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, რაც, როგორც თავად ხედავთ, ასეთი აქტუალურია მთელი მსოფლიოსთვის” - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში სამთავრობო საათზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქრათველო იმყოფება საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, ბუნებრივია, დიდი გავლენა აქვს საქართველოზე. სწორედ ამ ვითარებაში ხელისუფლებამ მოახერხა და სწორი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით, მიუხედავად მსოფლიოში არსებული უამრავი ცხელი წერტილისა, საერთაშორისო დღის წესრიგში დააბრუნა საქართველოს საკითხი და იგი აქტუალურია ისეთ საერთაშორისო ტრიბუნებზე, როგორიც არის გაეროს უშიშროების საბჭო, გენერალური ასამბლეა, ადამიანის უფლებათა საბჭო, ეუთო, ევროპის საბჭო, ნატო და ევროკავშირი.
ზალკალიანის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის უმთავრეს მიზნად და იმავდროულად უმთავრეს გამოწვევად რჩება სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა.

“ამ მიზნის მიღწევის გზად ჩვენმა ხელისუფლებამ აირჩია მშვიდობიანი, კონსტრუქციული, რაციონალური პოლიტიკა, რაც არის უმთავრესი წინაპირობა ჩვენი ქვეყნის სტაბიულური განვითარებისთვის, ეს კი არის პირდაპირი გზა საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობისა და ურთიერთობების აღდგენისათვის”, - განაცხადა მინისტრმა.

რა დროს პრემიერობაზეა საუბარი - რომან გოცირიძე

2 ივნისი, 2020 , 17:15

“რა დროს პრემიერობაზეა საუბარი, რომელი პრემიერ-მინისტრები, ხალხს შია და ათასი სხვა პირველი ამოცანის საკითხებია გადასაჭრელი ქვეყანაში, მათ შორის პარტიების მიერ“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის&ldqu

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩეხ კოლეგასთან უსაფრთხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

2 ივნისი, 2020 , 16:50

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ჩეხ კოლეგასთან, ტომაშ პეტრჟიჩეკთან. მინისტრებმა ისაუბრეს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე ქვეყნებს შორის ორმხრივი და

დავმშვიდდეთ, ჩემთვის თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს - გიორგი ვაშაძე

2 ივნისი, 2020 , 14:22

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას, არამედ მთავარია ის აღ

თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერი დააჯილდოვა

2 ივნისი, 2020 , 14:10

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ლიდერთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტორდან აცნობეს, მინისტრმ

გიორგი ვაშაძის კანდიდატურა არ განხილულა არც წარსულში, არც დღევანდელ შეხვედრაზე და არც მომავალში არ განიხილება - მურმან დუმბაძე

1 ივნისი, 2020 , 17:30

დღეს, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ შეხვედრა გაიმართა, სადაც შემოდგომის არჩევნებთან დაკავშირებულ სტრატეგიაზე ისაუბრეს. როგორც გაერთიანების ერთ -ერთმა წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ განაცხადა, შეხვ

კონსტიტუციური კანონის პროექტის საჯარო განხილვა სატელევიზიო ფორმატში, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაიმართება

1 ივნისი, 2020 , 16:50

კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, სხდომა გამართა. კომისიის წევრებმა სატელევიზიო განხილვების ფორმატზე იმს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!