უკან

კომენტარი

6 სექტემბერი, 2018 16:58
font-size

ჩვენთვის მთავარი არის საზოგადოების ინტერესი და ამ შემთხვევაში დაზარალებულის, ბატონი ზაზას ინტერესი - ანრი ოხანაშვილი

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებას გამოეხმაურა.

სარალიძემ განაცხადა, რომ უმრავლესობის წევრთა მიერ მომზადებული დასკვნა მისი შვილის მკვლელებს ხელს აფარებს, რაც ოხანაშვილმა გამორიცხა.

„ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება და ჩვენთვის მთავარი არის საზოგადოების ინტერესი და ჩვენთვის მთავარი არის დაზარალებულის, ამ შემთხვევაში ბატონი ზაზას ინტერესი. ჩვენ არაფრის ფასად არ გვიღირს, რომ ამ ადამიანის იმედები გავაცრუოთ. მთავარია, მას ჰქონდეს ნდობა და რწმენა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა ობიექტურ მოცემულობაზე დაყრდნობით მსჯელობა და არა ემოციებითა და საზოგადოებაზე გარკვეული მანიპულირებით, ან თუნდაც დაზარალებული ოჯახების შეცდომაში შეყვანით ასეთი დასკვნის დაწერა“, -თქვა ოხანაშვილმა.

ზაზა სარალიძემ კომისიის საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა მიერ მომზადებული დასკვნა სამარცხვინო უწოდა და 10 სექტემბრიდან აქციების დაწყება დააანონსა.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ხმათა უმრავლესობით „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა გუშინ დაამტკიცა.

67-გვერდიან დასკვნას კომისიის ცხრა წევრმა - თავად „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი.

„ქართული ოცნების“ დასკვნის ვარიანტს კი, კომისიაში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ოთხმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საგამოძოებო კომისიის დასკვნა ჯერ პარლამენტის ბიუროს წარედგინება და შემდგომ მსჯელობისათვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.

ხორავას ქუჩაზე მე-11 კლასის მოსწავლეები ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე 1-ელ დეკემბერს მოკლეს.

ტელევიზიებში კი არა, სამინისტროებშია დროებითი მმართველები შესაყვანი - დავით ჭიჭინაძე

10 ივლისი, 2020 , 12:15

ბარემ ჩაგვსვან კოლბაში და გვაცხოვრონ იმ ვირტუალურ სამყაროში, როგორიც თავად წარმოუდგენიათ. ტელევიზიებში კი არა, სამინისტროებშია დროებითი მმართველები შესაყვანი!- ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერ

გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე - სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, არის კატეგორიულად მიუღებელი

10 ივლისი, 2020 , 12:15

ის, რაც ხდება - სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ამორალურია ეს ყველაფერი, ყველანაირი ფასეულობის მიღმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, შ

სალომე ზურაბიშვილი თორნიკე შენგელიაზე: ჩემთვის სამწუხაროა და როგორც პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის “ცსკა“-ში გადასვლასთან დაკავშირებით

9 ივლისი, 2020 , 17:09

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კალათბურთის ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლას ეხმაურება. ,,ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართ

პრემიერები იცვლებიან, პროკურორები მიდიან და ბრუნდებიან, მაგრამ დანაშაულის გამოძიება ყოველთვის იბლოკება - დავით ჭიჭინაძე

9 ივლისი, 2020 , 10:30

როდესაც გამოძიება პროკურორების, გენერალური პროკურორების და მინისტრების დონეზე ფერხდება, ივანიშვილი საქმის კურსში უნდა იყოს, ვინაიდან ამ ტალახს ის შეუთანხმებლად არ აიტანს. ფაქტია, რომ პრემიერები იცვლებიან, პროკურორები მიდ

ოპოზიციის განცხადებების უკან პოლიტიკური მოტივაცია დგას, ამიტომ არ ვაპირებ მათზე კომენტარის გაკეთებას - ირაკლი ჩიქოვანი

8 ივლისი, 2020 , 17:30

ხუთ ქვეყანასთან საზღვრის გახსნა არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. ვითარება ცვალებადია და ამ ვითარებაზე თავად ევროკავშირი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილებები შესაძლოა ორ კვირაში გადაიხედოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი

როდესაც ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები ფრენებზე ყალიბდება, რასაკვირველია, პროფესიონალურად განიხილება და არა ჰარიჰარალოდ- გიორგი ვოლსკი

8 ივლისი, 2020 , 16:00

როდესაც ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები ფრენებზე ყალიბდება, რასაკვირველია, პროფესიონალურად განიხილება და არა ჰარიჰარალოდ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომელ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე