უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

20 იანვარი, 2020 12:45
font-size

ჩვენთვის სახელმძღვანელოა აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოზიციები - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრის, მარკუეინ მალინის წერილი კომპანია „ფრონტერასთან“ დაკავშირებულ დავას ეხება.

თალაკვაძე ფიქრობს, რომ საქართველოს სახელმწიფო აღნიშნულ დავაში თავის ინტერესებს დაიცავს.

„ამ კონკრტული კონგრესმენის განცხადება, როგორც მისი ტექსტიდან იკვეთება, უკავშირდება კომპანია „ფრონტერასთან“ დაკავშირებულ დავას. იცით, რომ საქართველოს სახელმწიფოს ამ კომპანიასთან აქვს მიმდინარე დავა. შესაბამისად, ამ დავის ფარგლებში, მე, როგორ ხელისუფლების წარმომადგენელი, დამატებით კომენტარს არ გავაკეთებ, ვინაიდან ეს საკითხი განიხილება და დაველოდოთ შედეგებს. ვფიქრობ, ჩვენი სახელმწიფო ამ დავაში თავის ინტერესებს დაიცავს“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძის თქმით, რაც შეეხება სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას, საქართველოს ხელისუფლებისთვის სახელძღვანელოა ამერიკის მთავრობის ოფიციალური პოზიციები.

თალაკვაძის განმარტებით, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლების, ამერიკელი პარტნიორების შეფასება კი არის ის, რომ საქართველოს აქვს შეუქცევადი პროგრესი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

მისივე განცხადებით, აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების სფეროში საქართველო ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მოკავშირეა რეგიონში.

„რაც შეეხება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას, ჩვენთვის აქ სახელმძღვანელო არის ოფიციალური ვაშინგტონის, ამერიკის მთავრობის ოფიციალური პოზიციები, რაც მოვისმინეთ არაერთხელ როგორც ელჩის, ისე სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლების მხრიდან. ამერიკელი პარტნიორების შეფასება არის ის, რომ საქართველოს აქვს შეუქცევადი პროგრესი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, ადამიანის უფლებების დაცვის და რაც მთავარია, აუსაფრთხოების სფეროში არის ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მოკავშირე რეგიონში. ჩვენი ჯარისკაცები მხარ და მხარ იცავენ მშვიდობას და თავისუფლებას ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ნატო-ს მისიების ფარგლებში“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა ძალიან მაღლ დონეზეა.

„უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ მაღალი დონის ვიზიტს აშშ-ში და აუცილებლად ყველა საკითხზე ვისაუბრებთ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იქ არანირი საფუძველი არ ყოფილა, რომ ოდესმე ამ საკითხზე დაიწყოს გამოძიება — ირაკლი შოთაძე

17 თებერვალი, 2020 , 20:33

გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან ბიზნესცენტრში მამუკა ხაზარაძის და ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრაზე არაფერი ყოფილა ისეთი, რაც გამოძიების საფუძველი გახდებოდა. "კიდევ ერთხელ განვმეო

``ოცნება“ ბოლო დროს ისეთ ნაბიჯებს დგამს, რასაც ლოგიკა დიდი ხანია აღარ ახლავს- დავით ჭიჭინაძე

17 თებერვალი, 2020 , 17:10

პოლიტიკური მოძრაობის - ‘’ტრიბუნა’’ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე განცხადებას აკეთებს ირაკლი შოთაძის პროკურატურაში მეორედ მობრუნებაზე. ''შოთაძე ადრეც კონკრეტული ფინანსური ჯგუფის ინტერესების გამტარებელი და

პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან მიკედლების - კახა კალაძე

17 თებერვალი, 2020 , 16:50

პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანი და  თბილისის მერი - კახა კალაძე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას და მას პოლიტიკური ‘

ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც მის პროკურორობას ხმას მისცემს, მეგა პოლიტიკური უზნეობის შემოქმედი და თანაავტორია - თინა ხიდაშელი

17 თებერვალი, 2020 , 16:50

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი - თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს: „რამდენიმე საათში შოთაძე ისევ მთავარი პროკურორი გახდება! ამ პროცესს დღეს და ხვალ ვერაფერი შეაჩერებს! არა მგონია რაიმე აზრი ქონდეს ეხლა იმა

`მხოლოდ აღზრდა არ უშველის თუ ბუნებამ არ უშველა` ნათქვამია და ჩემი პოზიცია ამ ყველაფერთან სწორედ ეს არის - ირაკლი შოთაძე

17 თებერვალი, 2020 , 16:35

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე, პარლამენტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. "ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. სამწუხაროა ის გარემოება, რომ ამ ყველაფრის მომ

ტურიზმის სამინისტროს შექმნის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება - ნათია თურნავა

17 თებერვალი, 2020 , 16:05

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში ტურიზმის სამინისტროს შექმნის საკითხი ამჟამად არ განიხილება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის ტურისტული ინდუსტრია იმდენად ვითარდე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`