უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 აპრილი, 2020 15:10
font-size

„COVID-19-ის კრიზისი და როგორ შეგვიძლია რეაგირება ერთობლივად, როგორც სახელმწიფოს` - რეკომენდაციების დოკუმენტი მომზადდა

რეკომენდაციების დოკუმენტი - „COVID-19-ის კრიზისი და როგორ შეგვიძლია რეაგირება ერთობლივად, როგორც სახელმწიფოს" მომზადდა. ამის შესახებ „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ განცხადებაშია აღნიშნული.

ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს დაინტერესებულ პირებს გაუზიაროს აღნიშნულ დოკუმენტში შემოთავაზებული რეკომენდაციები.

„შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ILO) და დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOE) ეგიდითა და ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ მონაწილეობით, მომზადდა რეკომენდაციების დოკუმენტი სახელწოდებით - „COVID-19-ის კრიზისი და როგორ შეგვიძლია რეაგირება ერთობლივად, როგორც სახელმწიფოს.” დოკუმენტი დაფუძნებულია დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOE) 150 ქვეყნის ბიზნეს გაერთიანებების ხედვებზე, ექსპერტულ მოსაზრებებსა და კონკრეტული სახელმწიფოების გამოცდილებაზე.

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ გამოხატავს მზადყოფნას ბიზნეს სექტორს, სახელმწიფო სტრუქტურებს, პარტნიორ ორგანიზაციებსა, თუ სხვა დაინტერესებულ პირებს გაუზიაროს აღნიშნულ დოკუმენტში შემოთავაზებული რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები, რათა მოხდეს COVID-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისთან გამკლავება.

დოკუმენტი მოიცავს ჯანდაცვის სისტემის, დასაქმებულთა, მეწარმეების, დაზარალებული სექტორების, პროდუქციის წარმოების მომარაგების ჯაჭვის უწყვეტობის, ეკონომიკის მდგრადობის, კრიზისულ და პოსტ-კრიზისულ პერიოდში ეკონომიკის აღდგენის ხელშემწყობი ზომების შესახებ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს.

ამასთან აღნიშნულია, რომ შემოთავაზებული რეკომენდაციების აღსრულება დაფუძნებულია მთავრობის, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ორგანიზაციების ერთობლივ მუშაობაზე და მხოლოდ ყველა დაინტერესებული მხარის თანამშრომლობითაა შესაძლებელი პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შემსუბუქება და გრძელვადიან პერსპექტივაში მათი გადალახვა.

დოკუმენტში ასევე ასახულია „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ მიერ ბიზნესის საჭიროებებზე მიმართული სერვისები, რომლებიც ხელს შეუწყობს ბიზნესის უწყვეტობას არსებულ რეალობაში.

დამსაქმებელთა ასოციაციის სერვისები მოიცავს კრიზისის მიმდინარეობისას ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული კომპანიებისთვის ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების და ახლად გამოცემული რეკომენდაციების დანერგვას, დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, რათა დაინტერესებულ მხარეებს, განსაკუთრებით, წევრ კომპანიებს, კრიზისულ პერიოდში ეკონომიკური და სოციალური მდგრადობის შენარჩუნების შესახებ გლობალური გამოცდილებით დაგროვილი ცოდნა გაუზიაროს",- აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი