უკან

ეკონომიკა

29 მაისი, 2020 16:08
font-size

COVID-19-მა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ქვეყნებში ხილ-ბოსტნეულის მიწოდების ჯაჭვი დააზიანა - EBRD-ი და FAO

ხილ-ბოსტნეულის მიწოდება ფერმიდან მომხმარებლის მაგიდამდე უაღრესად გართულდა COVID-19-ის პანდემიის, მოძრაობაზე შეზღუდვების, ტრანსპორტირების ხარჯების ზრდისა და დახურული ბაზრების გამო, - ამის შესახებ FAO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

სექტორმა მოთხოვნისა და ფასების ნაწილში დიდი ცვლილებები განიცადა. რიგ პროდუქტზე, რომელიც, გავრცელებული აზრით, იმუნიტეტს აძლიერებს, მაგალითად, ნიორსა და ლიმონზე, ფასები საგრძნობლად გაიზარდა, სხვა პროდუქტებზე კი - პირიქით, მკვეთრად დავარდა. ბაზრის შესახებ ინფორმაციაზე წვდომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა. ხილ-ბოსტნეულის მწარმოებლების დასახმარებლად, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად, პანდემიის პირობებში ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოძიება-დამუშავებას ახორციელებდა.

„ხილი და ბოსტნეული მალფუჭებადი პროდუქტებია, მათი მიწოდება ბაზარზე უნდა მოხდეს რაც შეძლება სწრაფად. ვაჭრობის შეზღუდვის პირობებში, მიწოდების ჯაჭვი ჩაიშალა - დაიხურა ბაზრები, ქვეყნებმა გაამკაცრეს საზღვრების გადალახვა, არ მუშაობს პორტები, გაძვირებულია ტრანსპორტირება და ა.შ.“, - ამბობს FAO-ს ეკონომისტი ანდრი იარმაკი.

როგორც მან აღნიშნა, FAO და EBRD ცდილობენ ბაზრის შესახებ ყველაზე აქტუალური ინფორმაციის მიწოდებას მწარმოებლებისთვის და აგრობიზნესებისთვის ესეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, ტაჯიკეთი, უკრაინა, უზბეკეთი და სხვა.

გონივრული გამოსავლის ძიებაში მოთხოვნის ცვლილებასთან ადაპტირების გარდა, ხილ-ბოსტნეულის მწარმოებლებს ასევე ესაჭიროებათ წარმოების და დისტრიბუციის კონკრეტული პრობლემების გადაჭრა. რამდენიმე ქვეყანაში, სადაც არ არის საკმარისი მუშახელი ხილ-ბოსტნეულის მოსავლის ასაღებად, პროდუქტი შეიძლება ბაღებში გაფუჭდეს და გამოსაყენებლად უვარგისი გახდეს. პროდუქტი შესაძლოა, ასევე გაფუჭდეს შესანახ კონტეინერებში, თუ ტრანსპორტირება და ბაზრისთვის მიწოდება გვიანდება. ზოგი მწარმოებელი გონივრულად უმკლავდება ამ რთულ ვითარებას, თავიდან იძიებს დისტრიბუციის და გაყიდვების არხებს. იარმაკი მიუთითებს იმაზე, რომ ონლაინ გაყიდვები ბევრად მომატებულია, თუმცა ეს გაყიდვების მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს.

"ზოგ შემთხვევაში, ფერმერები მუშაობენ ადგილობრივ ტაქსისტებთან ერთად, რომლებმაც ასევე დაკარგეს შემოსავლის ძირითადი წყარო და კრიზის გამო, პროდუქტის ტრანსპორტირებაზე გადაერთნენ, პირდაპირ მომხმარებლის კარებთან. სხვა ფერმერები მიმწოდებელ კომპანიებთან მუშაობენ. დისტრიბუციის ახალი არხების მოძიება კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა იმ ქვეყნებისთვის, სადაც ადგილობრივმა მთავრობებმა, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, გადაწყვიტეს გარე, საბითუმო და ქუჩის ბაზრობები დაეხურათ. ხშირ შემთხვევაში, ეს ბაზრები მცირე მეურნეობების გაყიდვების ერთადერთი წყაროა აღმოსავლეთი ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სადაც EBRD-მ და FAO-მ ცოტა ხნის წინ დაიწყეს ხილ-ბოსტნეულის მწარმოებელთა მხარდაჭერა, მეურნეობების მოდერნიზაციის და კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის. სუპერმარკეტებში გაყიდული ხილ-ბოსტნეულის წილი ძალზე დაბალია ამ რეგიონებში, დასავლეთ ევროპასთან შედარებით. ტურიზმის გაჩერებამ ასევე მოშალა სასტუმროებისა და რესტორნების მომარაგების სისტემა. რამდენიმე ქვეყანაში, სადაც არსებობს მუშახელის ნაკლებობა, კომპანიები და ფერმერები თანამშრომელების გაცვლას ახორციელებენ. გაჩერებული კომპანიები უნარჩუნებენ ხელფასს იმ თანამშრომლებს, რომლებიც თანხმდებიან, ფერმერებს დაეხმარონ მოსავლის აღებაში, ასე ხდება, მაგალითად, გერმანიაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, FAO და EBRD, კრიზისის დასაძლევად, იდეებსა და ცოდნას ვებინარების სახით და ინდუსტრიაში პოპულარული პლატფორმების (როგორც არის Eastfruit) მეშვეობით ავრცელებს. მოწოდება კანონმდებლებს პანდემიის განვითარებისას საჭიროა მოქმედებების, პოლიტიკის და ინვესტიციების ადაპტირება ქვეყნებში არსებულ რეალობასა და საჭიროებებზე. ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა უკრაინა, რომელიც თავად მოიხმარს ხილ-ბოსტნეულს, სიტუაცია უფრო სტაბილურია. მაგრამ იმ ქვეყნებს, რომლებიც იმპორტზე ან ექსპორტზე არიან დამოკიდებულები, COVID-19 განსაკუთრებით აზიანებს.

"ნავთობზე ფასების ვარდნამ შეამცირა დიდი იმპორტიორი ქვეყნების მსყიდველუნარიანობა და გააქრო ბაზრები ისეთი ქვეყნებისთვის როგორებიც მოლდოვა და უზბეკეთია. ფერმერები მთელ რეგიონში განიცდიან შეფერხებებს დაფინანსების და წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის მოძიებაში, მომავალი სეზონისთვის. ბევრი ეს საკითხი, განსაკუთრებით კი დაფინანსებაზე წვდომა, საჭიროებს საჯარო მოხელეების ინტერვენციას. ფერმერებს, ვისი ძირითადი აქტივებიც უძრავია, როგორც, მაგალითად ხილის ხეები, დიდად არ აქვთ არჩევანი და სჭირდებათ საჯარო პოლიტიკის მხარდაჭერა. ისეთი როგორც, მაგალითად, ნერგების შესაძენად აღებულ ვადაგადაცილებულ სესხების გადახდის მორატორიუმი და კრედიტების აღებაში დახმარებაა" , - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, EBRD-ის აგრობიზნესის განყოფილების უფროსმა,ნატალია ჟუკოვამ, აღნიშნა, რომ EBRD-ის და FAO-ს მიწოდების ჯაჭვებში ხარვეზების აღმოფხვრის კარგი გამოცდილება აქვთ.

„და ჩვენ გავაგრძელებთ პოლიტიკაზე დიალოგის მხარდაჭერას, რათა ვიპოვოთ გამოსავლები COVID-19-ის პანდემიის უსაფრთხოების ზომების ფარგლებში“, -განაცხადა მან.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ი ვენახებს განაახლებს

10 ივლისი, 2020 , 14:55

საქართველოს ბანკი ღვინის ინდუსტრიის მხარდაჭერის კვალდაკვალ ბიზნესების წახალისებას განაგრობს. ამჯერად ბანკისა და მისი მრავალწლიანი პარტნიორის GWS-ის თანამშრომლობით თელავში, ყვარელში, ახმეტასა და მარტვილში 316 ჰა ზე კომპან

ხობში ჩინური ინვესტიციით პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია - ნათია თურნავა

10 ივლისი, 2020 , 11:10

ხობში ჩინური ინვესტიციით პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია. პროექტი საგანგებო ვითარების პარალელურად მზად

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0600 ლარი გახდა

9 ივლისი, 2020 , 17:20

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0600 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0594 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

New York-ის deloittes-ის ოფისთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ვმუშაობთ და დისკუსიაში ქართველ ექსპერტთა ჯგუფი მოვიწვიეთ - ივანე მაჭავარიანი

8 ივლისი, 2020 , 14:20

შეხვედრის მიზანი იყო, რომ შეგვეჯერებინა პოზიციები უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, ასევე, მთავრობას გამოემუშავებინა ისეთი გეგმა და სტრატეგია, რომელიც შეჯერებული იქნება ადგილობრივ რეალობასთან, - ამის შესახებ საქართველო

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება - ირაკლი ჩიქოვანი

8 ივლისი, 2020 , 12:20

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით, - ამის შესახებ ს

საქართველო მსოფლიო ბანკისგან დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას მიიღებს

8 ივლისი, 2020 , 11:30

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო „ეკონომიკური მართვისა და კონ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე