უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 დეკემბერი, 2019 17:05
font-size

`დააყადაღონ მათ ბანკებში არსებული ბიძინა ივანიშვილის ანგარიშები და და აიძულონ დიქტატორს დათმოს ძალაუფლება`

,,ჩვენს ქვეყანაში მოვლენები უაღესად საშიში სცენარით ვითარდება. დიქტატორად გადაქცეული ოლიგარქი ამზადებს ომს, საკუთარ ხალხთან,”- ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

შალვა ნათელაშვილი კიდევ ერთხელ მიმართავს ამერიკის მთავრობას და ევროპის კავშირს, "დააყადაღონ მათ ბანკებში არსებული ბიძინა ივანიშვილის ანგარიშები და და აიძულონ დიქტატორს დათმოს ძალაუფლება"

,,ჩვენს ქვეყანაში მოვლენები უაღესად საშიში სცენარით ვითარდება. დიქტატორად გადაქცეული ოლიგარქი ამზადებს ომს, საკუთარ ხალხთან. ამ მიზნით სახელმწიფო სტრუქტურები, პოლიცია, სასამართლო, სცეპსამსახურები, ადგილობრივი თვითმართველობა და კრიმინალიტეტი გადააქცია მშვიდობიან მომიტინგეებზე ზეწოლის ფორმირებად და იარაღად.

სანამ მოვლენები ვენესუელას და სირიას ვარიანტში არ გადაზრდილა, დაბეჯითებით მივმართავ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ევროპის კავშირს, გაყინონ ბიძინა ივანიშვილის ნაყაჩაღარი მილიარდები, რაც მოგცემს საშუალებას, მოვლენები განვითარდეს მშვიდობიანად და აიძულებს ოლიგარქ დიქტატორს დათმოს ძალაუფლება მშვიდობიანი საარჩევნო მეთოდებით. ეს უნდა გაკეთდეს ძალიან სწრაფად, სანამ გვიან არ არის, ვინდაიდან სწრაფად იცვლება მოვლენები და ჩვენ ვხვდებით მოწმენი როგორც ფეთქდება რეგიონებიც, დედაქალაქთან ერთად, როგორც ძალადობენ მშვიდობიან მომიტინგეებზე, როგორც ესხმიან თავს ოპოზიციური პარტიების ოფისებს, რა ბარაბაროსული, შუასაუკუნებრივი მეთოდებით ახორციელებენ რესპრესიებს მშვიდობიან ადამიანებზე, მათ შორის ახალგაზრდობაზე. პოლიცია გაფრთხილებულია, რომ ჯერ კრიმინალტეტმა და სახელმწიფო სამსახურის დანაშაულებრივი მენტალობის მქონე ჩინოვნიკებმა სცემონ მშვიდობიანი მომიტინგეები და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერიოს პოლიცია_ დააპატიმროს დაზარალებულები. ეს ვნახეთ, მცხეთაში, თბილისში, ,,დამსხვრეული ოცნებების“ ცენტრალურ ოფისთან, ქუთაისში და წუხელ ზუგდიდში კულმინაცია იყო. ეს პროცესების გაგრძელდება, თუ არ იქნა სეროზული საერთაშორისო ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე, მის საბანკო ანგარიშებზე.

მოგეხსენებათ, მდიდრის გული იქ არის, სადაც მისი სიმდიდრე ინახება. მდიდარი შეგიძლია მართო მისი სიმდიდრის რეგულაციით და ეს შესანიშნავი ბერკეტი ახლავეა გამოსაყენებლი. სადამ ჰუსეინს და მუამარ კადაფს კი დაუყადაღეს მერე მილიარდიანი ანგარიშები, მაგრამ უკვე გვიან იყო, ის ქვეყნები უკვე აფეთქდა და დღემდე აფეთქებულია, ამიტომ ჩვენს მოკავშირეებს მოვუწოდებ დროულად მიიღონ ზომები იმ ფორმატში და შესაძლებლობებში, რაც გააჩნიათ.

ყველა რუსი ოლიგარქი სანქცირებულია სახელწმიფო დეპარატმენტის, ამერიკის ფინანსთა სამინისტროს და ევროპის კავშირის მიერ. ივანიშვილიც ჩვეულებრივი რუსი ოლიგარქია, რომელიც აქ მივლინებით გამოაგზავნეს. საქმე გვაქვს პუტინის წარმოამდგენელთან რეგიონში, რომელიც აფეთქებს მთელ სიტუაციას არა მარტო საქართველოში და რომელიც უხსნის გზას რუსეთის შეიარაღებას სომხეთში გიუმრის ბაზისკენ და საჰაერო სივრცეს სირიასა და ერაყში. მათ შესანიშნავად იციან რომ ამ კონტარაბანდისტის საქმიანობამ და გატანილმა იარაღმა ანგოლაში შეიწირა მილიონი მშვიდობიანი მოსახლე, შესანიშნავად ხედავენ როგორ გამოიყენენა ცხოველების საწინააღმდეგო ვაზნები ახალგაზრდობის წინააღმდეგ და როგორ გამოთხარა თვალები ბავშვებს, როგორ არბევს მშვიდობიან აქციებს, როგორც გაავსო ციხეები პოლიტპატიმრებით. მეტი რაღა უნდა ქნას, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ აამოქმედოს სანქციების მექანიზები?! დღეს ყველაზე მეტი შანსი და ბერკეტი აქვთ ჩვენს დასავლეთელ მოკავშირეებს, იმისთვის რომ ეს ტარტაროზი გაანეიტრალოს და გადააწყვეტინონ მშვიდობიანი გზით, ძალაუფლების გადაბარება. სხვა შემთხვევაში ხალხი უკან მაინც არ დაიხევს და აიღებს ხელში, რაც ეკუთვნით“, -აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

ბატონ გახარიას არ ემახსოვრება, ის ამ დროს მოსკოვში საქმიანობდა - დავით ბაქრაძე

8 აგვისტო, 2020 , 15:10

“ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის განცხადებას ეხმაურება . „ბატონ გახარიას არ ემახსოვრება, ის ამ დროს მოსკოვში საქმიანობდა, მაგრამ

პატრიარქის ცრემლები – აგვისტოს ომის უმძიმესი კადრები

8 აგვისტო, 2020 , 14:55

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში 2008 წლის ომის უმძიმეს კადრებს აქვეყნებს. „2008 წლის, აგვისტოს უმძიმესი დღეები. ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა, ჩვენი ქვეყნის გმირ შვილებს. ღმერთმა გადაარჩინოს და

“ვისაუბრეთ წინასაარჩევნო პერიოდზე, მოლოდინებზე, კამპანიაზე, პრიორიტეტებზე” - ეკა ბესელია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

7 აგვისტო, 2020 , 17:45

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მაიკე ვან კოლდამთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა წინასაარჩევნო პერიოდი და სასამართლო რეფორმა ი

ოკუპაცია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უდიდესი ტკივილია - სალომე ზურაბიშვილი

7 აგვისტო, 2020 , 17:25

ოკუპაცია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უდიდესი ტკივილია. ამ ტრაგედიას ერთნაირად განვიცდით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. ყველას გვახსოვს, რომ ჩვენი, ოსებისა და აფხაზების ერთობა ათასწლეულებს ითვლის, – ამის შესახე

მცხეთა-მთიანეთში „ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი იქნება

7 აგვისტო, 2020 , 15:55

მცხეთა-დუშეთი-მთიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი იქნება. საკუთარი კანდიდატურა ნათელაშვილმა მცხეთის გამგეობასთა

„ლელო საქართველოს“ გუნდს ლევან სამუშია შეუერთდა

7 აგვისტო, 2020 , 15:15

“ლელო საქართველოსთვის“ გუნდს ახალი წევრი ჰყავს. პოლიტიკურ გაერთიანებას „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი - ლევან სამუშია შეუერთდა, რომელიც დღეს ბრიფინგზე „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე