უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 ივლისი, 2018 16:30
font-size

დაახლოებით 1200 ჭკვიანი კამერა გაარკვევს, აქვს გავლილი თუ არა მანქანას ტექდათვალიერება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების აღსრულების ნაწილი არაეფექტურია, რადგან საპატრულო ეკიპაჟების მხრიდან შემთხვევით პრინციპით ხდება შემოწმება, აქვს თუ არა ავტომობილს ტექდათვალიერება გავლილი.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად უწყება გეგმავს, რომ ტექნიკური ინსპექტირება მიბმული იყოს ვიდეოსამეთვალყურეო სისტემას.

„საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების აღსრულების ნაწილი საკმაოდ არაეფექტიანია, ამიტომ ჩვენ ვახორციელებთ ამ პროცესის მაქსიმალურად ავტომატიზებას, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნული პროცესი უნდა მივაბათ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემაზე, რაც გაზრდის ეფექტიანობას ტექნიკური ინსპექტირების აღსრულების ნაწილში. 2019 წლის დასაწყისიდან უკვე ყველა ავტომობილისთვის ხდება სავალდებულო ტექდათვალიერება. ეს დაახლოებით მილიონამდე სატრანსპორტო საშუალებაა“, -აღნიშნა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის დანერგვა გულისხმობს დაახლოებით 1200 ჭკვიანი კამერის დამონტაჟებას მთელი საქართველოს მასშტაბით. ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ ამაზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ორთვიან პერიოდში დაახლოებით შესაძლებელი იქნება აღსრულების ნაწილი განხორციელდეს ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის გამოყენებით“, - თქვა შსს-ის ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსმა.

ტექდათვალიერება ამოქმედდა 2018 წლის 1-ლი იანვრიდან. ამ პერიოდიდან დღემდე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების წესების დარღვევისთვის 2555 სატრანსპორტო საშუალება დაჯარიმდა.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი