უკან

მოზაიკა

12 მარტი, 2018 17:30
font-size

„დაავადება იქსი“ შეიძლება არ არსებობდეს, თუმცა მეცნიერებმა ის საშიშ ეპიდემიურ დაავადებათა რიცხვში უკვე შეიყვანეს

„ეს ინფექცია ძალიან მომაკვდინებელი და ამოუცნობია, ჩვენ არაფერი არ ვიცით მის შესახებ, გარდა იმისა, რომ ის შეიძლება გახდეს მომდევნო გლობალური ეპიდემია“, -ამის შესახებ გამოცემა Science Alert წერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტებზე დაყრდნობით.

ინფექცია სახელწოდებით „დაავადება იქსი“ არის უცნობი პათოგენი, რომელიც ჯერ კიდევ არაა აღმოჩენილი, მაგრამ ის უკვე შეყვანილია პოტენციურ ეპიდემიათა კატეგორიაში, რომლის საწინააღმდეგო ზომები ან არასაკმარისია ან საერთოდ არ არსებობს.

„დაავადება იქსი წარმოადგენს ცოდნას იმაზე, რომ სერიოზული საერთაშორისო ეპიდემია შეიძლება იყოს გამოწვეული დაავდების გამომწვევი პათოგენით, რომელიც უცნობია დღეისთვის. R & D Blueprint უკვე ცდილობს, უზრუნველყოს გამჭოლი მზადყოფნა R & D-ისთვის, რომელიც ასევე უკავშირდება უცნობ „დაავადება იქსს““,-- წერია ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობ „დაავადება იქსთან“ ერთად სიაშია შეყვანილი ის ინფექციები, რომლებიც შეიძლება გადაიქცნენ მსოფლიო ეპიდემიად, ესენია ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ციებ-ცხელება (CCHF), ებოლა ვირუსი და მარბურგის დაავადება, ციებ-ცხელება ლასა, შუა აღმოსავლური კორონავირუსი (MERS-CoV) და ძლიერი მწვავე რესპირატორული სინდრომი; ნიპაჰი და ჰენიპავირული დაავადებები, რიფტის დაბლობის ციებ-ცხელება; ზიკას ვირუსი.

„ისტორია გვეუბნება, რომ სავარაუდოდ მომდევნო დიდი აფეთქება იქნება ის, რაც ჩვენ აქამდე არ გვინახავს“, -უთხრა The Telegraph-ს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მრჩეველმა და ნორვეგიის მკვლევართა საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ-არნე როტინგემმა.

რაც შეეხება იმას, სად შეიძლება გაჩნდეს ამოუცნობი „დაავადება იქსი“, კონკრეტულად არავინ არ იცის, თუმცა არის მრავალი სავარაუდო წყარო, მათ შორის უკვე არსებული ვირუსები, რომლებიც ავლენენ ახალ სიმპტომებს ( როგორც ზიკას ვირუსი), ინჟენერიით შექმნილი ვირუსები, რომლებიც „გამოექცნენ“ ლაბორატორიებს ან გამოყენებულია ბიოიარაღად, ასევე ზოონური ინფექციები, რომლებიც გადადის ცხოველებიდან ადამიანებზე.

მეცნიერების თქმით, „დაავადება იქსი“ სავარაუდოდ არც არსებობს, თუმცა ახალი ინფექციების გაჩენა და გავრცელება შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების გახშირებულმა კონტაქტმა ცხოველებთან, თანამედროვე მოგზაურობებმა და ვაჭრობამ.

საქართველოში დღეს არამდგრად ამინდს ელიან

22 ივნისი, 2018 , 09:00

სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში 21 ივნისისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქ

საქართველოში ხვალ არამდგრად ამინდს ელიან

21 ივნისი, 2018 , 16:40

სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში 21 ივნისისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქ

საქართველოში ბრიტანული მუსიკალური ტრიო ჩამოდის

21 ივნისი, 2018 , 11:15

The Tiger Lillies საქართველოში ჩამოდის. ბრიტანული მუსიკალური ტრიო წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრში გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს. წარმოდგენა 20 სექტემბერს არის დაგეგმილი. ცნობილი ტრ

ზოგიერთ რაიონში დღეს ხანმოკლე წვიმას ელიან

21 ივნისი, 2018 , 09:00

სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში 20 ივნისისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექ

ზოგიერთ რაიონში ხვალ ხანმოკლე წვიმას ელიან

20 ივნისი, 2018 , 15:15

სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში 20 ივნისისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექ

უმეტეს რაიონში დღეს ხანმოკლე წვიმას ელიან

20 ივნისი, 2018 , 09:00

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში 20 ივნისისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან