უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

12 ივლისი, 2018 16:15
font-size

დაბა შუახევში მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის საველე სამუშაოები მიმდინარეობს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში საველე ტექნიკურ სამუშაოებს დაბა შუახევში ახორციელებს.

ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში, დაბა შუახევში მიწის ნაკვეთების აზომვითი/აგეგმვითი სამუშაოები მიმდინარეობს, ხდება მიწის ნაკვეთებზე ინფორმაციის მოძიება საკუთრების უფლების რეგისტრაციის მქონე პირებისა და უფლების დამდგენი დოკუმენტაციის შესახებ, ასევე მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირები ადგილზე იღებენ შესაბამის კონსულტაციებს.

ამ ეტაპისთვის, საველე სამუშაოები დაბა შუახევის 17 ბლოკში დასრულებულია, 350 მიწის ნაკვეთზე განხორციელდა აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები და მოძებულია ინფორმაცია დაინტერესებული პირებისა და უფლების დამდგენი დოკუმენტის შესახებ. სულ საპილოტო არეალი 132 ბლოკს მოიცავს, რომლებშიც საველე ტექნიკური სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს. საპილოტო პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და წინასწარ შერჩეულ 12 არეალზე სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა; მესაკუთრები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ, ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება.

ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი გაიხსნა

20 სექტემბერი, 2018 , 14:50

კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის აღმავლობის, ქართული ფოლკლორის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, რეგიონული განვითარებისა დ

გუბერნატორები და ამერიკელი მეცნიერი ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს აფასებენ

20 სექტემბერი, 2018 , 14:10

აზიური ფაროსანა იყო განხილვის თემა რეგიონების გუბერნატორებისთვის, რომლებიც აბაშაში მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბს ეწვივნენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნ

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში საბაზისო კვლევა მიმდინარეობს

20 სექტემბერი, 2018 , 14:10

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთების მფლობელი ან ნაკვეთებით მოსარგებლე ოჯახების საბაზისო გამოკვლევა მიმდინარეობს. კვლევის ფარგლებში 12 საპილოტო არეალიდან ოთხში: კარალეთში, ვედიდკარში

ქუთაისის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

19 სექტემბერი, 2018 , 17:10

ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს,  გია უკლებას,  ცემის შედეგად სახის არეში აქვს დაზიანებები მიყენებული. ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე 19 სექტემბერს,  უკლებასა და "ქართული ო

ქუთაისის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

19 სექტემბერი, 2018 , 16:35

ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს,  გია უკლებას,  ცემის შედეგად სახის არეში აქვს დაზიანებები მიყენებული. ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე 19 სექტემბერს,  უკლებასა და "ქართული ო

„Thomas Cook“-ის წარმომადგენლები აჭარით ინტერესდებიან

19 სექტემბერი, 2018 , 15:05

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს მსოფლიოში უმსხვილესი ტურისტული კომპანია „Thomas Cook“-ის წარმომადგენლები სტუმრობენ. ისინი რეგიონში ტურისტულ, ბიზნესს და საინვესტიციო პოტენციალს ეცნობიან. კომპანი

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`