უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

20 ოქტომბერი, 2017 12:10
font-size

დაბა სიონის და სოფელ ჩანადირთკარის გაზიფიცირება დასრულდა

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა და კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორმა აზერ მამადოვმა, თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონში და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანადირთკარში ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა" დაბა სიონში 30კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი ააშენა, რის შედეგადაც სოფელში მცხოვრებ 497 პოტენციურ აბონენტს ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.

სოფელ ჩანადირთკარის მიმართულებით 10,5კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი აშენდა, რის შედეგადაც სოფელში მცხოვრებ 155 პოტენციურ აბონენტს საშუალება მიეცა ჩაერთოს ბუნებრივი გაზის ქსელში.

,,ჩვენი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ოჯახებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ჩაერთონ გაზგამანაწილებელ ქსელში და მოიხმარონ ბუნებრივი აირი. განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც მკაცრი კლიმატური პირობებია. სწორედ ამიტომ, ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვახორციელებთ გაზიფიცირების სამუშაოებს და 2013 წლიდან ბუნებრივი გაზის ქსელში ჩაერთო 200 ათასი აბონენტი. 2014 წელიდან კი, ქსელში დაერთების საფასური 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდა და მოსახლეობას აქვს საშუალება ისარგებლოს გრძელვადიანი უპროცენტო განვადებით”- განაცხადა რომეო მიქაუტაძემ

2013 წლიდან დღემდე თიანეთის მუნიციპალიტეტში, კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ განხორცილებულმა ინვესტიციამ 7 მლნ ლარი შეადგინა. დუშეთის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირებისათვის კი 7,7 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. აღნიშნულ პერიოდში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 11 ათასამდე აბონენტს მიეცა.

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო - TI

26 თებერვალი, 2024 , 15:29

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია - სააქციო საზოგადოება "არქეოპოლისი" იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი