უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

27 ივნისი, 2019 15:52
font-size

დაბალი საბაზო ინფლაცია მომავალში მთლიანი ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების სიგნალს იძლევა - ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის განმავლობაში, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას საწვავსა და თამბაქოს პროდუქტებზე მომატებული ფასები ახდენდა. ამ პროდუქტების გავლენა ინფლაციაზე წლის მანძილზე საშუალოდ, 0.5 და 0.3 პპ იყო.

ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ პარლამენტში წარდგენილი ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, რომელსაც პარლამენტს, პლენარული სხდომის ფორმატში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცნობს, 2018 წლის დასაწყისში წინა წელს თამბაქოს პროდუქტებსა და საწვავზე გაზრდილი აქციზის გადასახადის გავლენა ინფლაციაზე ამოიწურა და წლიური ინფლაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა.

“წლის განმავლობაში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან (3 პროცენტი) ახლოს, ძირითადად მის ქვემოთ, ნარჩუნდებოდა მიუხედავად იმისა, რომ წლის მანძილზე კვლავ მნიშვნელოვნად გაძვირდა თამბაქო და საწვავი, ხოლო წლის დასაწყისიდან წყლისა და ელექტროენერგიის ტარიფმაც მოიმატა. ამას დაემატა დეკემბერში პურის გაძვირება, თუმცა, მიუხედავად ამისა, დეკემბერში ინფლაცია წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე - 1.5 პროცენტამდე შემცირდა.

საბოლოოდ, წლიურმა ინფლაციამ წლის განმავლობაში საშუალოდ 2.6 პროცენტი შეადგინა.

საბაზო ინფლაცია (ინფლაცია სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს ფასების ცვლილების გარეშე), საწვავსა და თამბაქოზე შედარებით მაღალი ფასების გამო, წლის განმავლობაში საერთო ინფლაციაზე მნიშვნელოვნად ნაკლები იყო და საშუალოდ 1.2 პროცენტს შეადგენდა.

საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია ფასების დონის გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის. დაბალი საბაზო ინფლაცია მომავალში მთლიანი ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების სიგნალს იძლევა“, - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი - როლანდ პრაისი

27 თებერვალი, 2024 , 12:41

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისები

ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

21 თებერვალი, 2024 , 12:57

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება. „საქართველოს ბანკი

2023 წელს საქართველოს ეკონომიკის საშუალო რეალურმა ზრდამ 7.0 პროცენტი შეადგინა -საქსტატი

31 იანვარი, 2024 , 10:38

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის საშუალო რეალური ზრდა 7.0 პროც

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი