უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 თებერვალი, 2020 17:54
font-size

დაჭერებით ქვეყანა ვერ შეიცვლება - თემურ შაშიაშვილი

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი, როგორც ზეშეცდომას ისე აფასებს ირაკლი შოთაძის გენპროკურორად ხელმეორე დანიშვნას.

„ შოთაძე, როგორც პროკურორი, საერთოდ არის ჩემთვის გაუგებრობა.პირველად რომ დაინიშნა, იყო შეცდომა, მეორედ დანიშვნა კი არის ზეშეცდომა.

აშკარაა, რომ ივანიშვილისთვის მთავარი გახდა მისი პირადი და არა ქვეყნის ერთგულება!“

ასევე უარყოფითად აფასებს თემურ შაშიაშვილი შალვა თადუმაძის დანიშვნას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ.

„ის რომც იყოს უნიკალური განათლების მქონე პიროვნება და ჰქონდეს ყველანაირი დიპლომი, მაინც შეცდომა იქნებოდა მისი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნა. აბსოლუტურად მიუღებელია,, როცა პირადი იურისტი ან ადვოკატი ხდება სასამართლოს თავმჯდომარე,” - აცხადებს „თეთრების ლიდერი” და აქვე მოჰყავს ამერიკის მაგალითი.

„ამერიკაში პროკურორი არ შეიძლება გახდეს სასამართლოს თავმჯდომარე. არც ადვოკატი რადგან მოსამართლეს სხვა მენტალობა აქვს, რაც არ გააჩნია არც ადვოკატს და არც მით უმეტეს პროლურორს.“ - უყვართ ამერიკა, მაგრამ არ სურთ დადებითი მაგალითების გადმოღება. .

რამ გამოიწვია ივანიშვილის მხრიდან ეს ტენდენციები? - „თეთრების“ლიდერის აზრით, როცა 40-50 პარტია ერთიანდება შენს წინააღმდეგ, იღვიძებს თვითგადარჩენის ინსტინქტი, რაც განაპირობებს ივანიშვილის ქმედებებს.

„როცა გებრძვის ყველა, ყველანაირად ცდილობ თავი დაიცვა და ორიენტაციას აკეთებ იმ ხალხზე , ვისაც პირადად ენდობი...

„თეთრების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ქვეყანა იღუპება მაშინ, როცა კადრების შერჩევა ხდება პირადი ნდობით!

შაშიაშვილმა ასევე პოზიცია გამოთქვა უგულავას გახმაურებულ დაპატიმრებასთან დაკავშირებით.

„როცა ხელისუფლებაში ხარ და თუნდაც ერთ ლარს საბიუჯეტო ფულს შეეხები, პოლიტიკაში შენი ადგილი არ არის. თუმცა დღეს მისი დაჭერა უკვე პოლიტიკურია. საერთოდ, ივანიშვილმა შექმნა უამრავი ყალბი გმირი, რაც ქვეყანას ძვირი დაუჯდება. ზოგადად, ივანიშვილს სჭირდება კომპრომენტირებული ადამიანები. რომელტა ნებისმიერ დროს დაჭერა ან გაშვება შეიძლება. მშიშარა ხელისუფალი ეძებს კომპრომენტირებულს რომ ნებისმიერ დროს დაიჭიროს საერთოდ, დაჭერებით ქვეყანა ვერ შეიცვლება! " - აცხადებს თემურ შაშიაშვილი

გიორგი გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა

7 აპრილი, 2020 , 15:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა იყო გლობალ

პარლამენტის თავმჯდომარემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

6 აპრილი, 2020 , 19:56

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან უმრავლესობის ფორმატში ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ონლაინ-შეხვედრაზე კოვიდ19

ოპოზიციური პარტიები სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ

3 აპრილი, 2020 , 12:20

ოპოზიციური პარტიები ავრცელებენ მიმართვას, რომლის ადრესატებიც აშშ-ს მთავრობა, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, კანადის მთავრობა, ნორვეგიის მთავრობა, შვეიცარიის მთავრობა, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის განვით

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება - ირაკლი კობახიძე

2 აპრილი, 2020 , 19:24

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო კონსულტაციები დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევ

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსივით რაღაც დაპირებები გავცეთ - გიორგი გახარია

2 აპრილი, 2020 , 12:15

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებივით რაღაც დაპირებები გავცეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა ცოტა სხვა არის, ჩვენი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ თითოეული ნათქვამი სიტყვა უნდა შესრულდეს და ასე

ჩვენ დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ამაში ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის - გიორგი გახარია

31 მარტი, 2020 , 20:42

ჩვენ დღეს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რაშიც ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. „დღეს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`