საზოგადოება


დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა - ექიმის შეფასება
რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგის, დავით ლოლაძის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე დაჭრილი 51-ე სკოლის მოსწავლის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ექიმის თქმით, მოზარდს სამი ოპერაცია ჩაუტარდა, ხოლო სისხლდენის შეჩერება ვერ ხერხდება.
„პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. არასტაბილური ჰემოდინამიკაა. შემოსვლიდან ამ დრომდე მიმდინარეობს მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება. ამისთვის ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები. პაციენტს გაუკეთდა სამი ოპერაცია, სამი სხვადასხვა მიდამოს ოპერაცია: ბარძაყის მიდამოზე იმუშავეს სისხლძარღვთა ქირურგებმა, მუცლის ღრუსა და გულ-მკერდზე - ზოგადმა ქირურგებმა. არასტაბილურობას განაპირობებს ის, რომ პაციენტს ჰქონდა სისხლის უდიდესი დანაკარგი, შემოსვლიდან ამ წუთის ჩათვლით მიმდინარეობს სისხლის კომპონენტების მუდმივი ინფუზია, გადასხმა, რის მიუხედავადაც სისხლდენის ზოგადი შედედება არ ხდება და სისხლდენის შეჩერება ამის გამო ვერ ხერხდება. არის არასტაბილური ჰემოდინამიკური მაჩვენებელი, უმძიმესი მდგომარეობით“, - თქვა ლოლაძემ.
გუშინ ხორავას ქუჩაზე მოზარდებსშორის ჩხუბი მოხდა, რომლის შედეგად 51-ე სკოლის 2 მოსწავლე დაჭრეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

საქართველოში კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 456 პაციენტი
24 იანვარი, 2021 , 11:11

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა
24 იანვარი, 2021 , 11:05

ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს
24 იანვარი, 2021 , 10:52
გიორგი რურუას მხარდასაჭერად თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
23 იანვარი, 2021 , 17:35
სალომე ზურაბიშვილმა ქართველი სტუდენტებისა და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან განიხილა
23 იანვარი, 2021 , 16:05

„ფეხით წაბრძანდნენ სახლში და ნახონ, როგორი არის რიგითი ადამიანის ცხოვრება“ - თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით ჩაკეტეს
23 იანვარი, 2021 , 15:00