უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 მაისი, 2020 15:56
font-size

დადგენილებაში ჩაწერილი 15 ივლისი არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო ადრე ამუშავდეს, ამისთვის ყველაფერი კეთდება - ნათია მეზვრიშვილი

შეზღუდვების ერთიანად მოხსნამ და არათანმიმდევრულმა ქმედებამ შესაძლოა ბევრი ნაბიჯით უკან დაგვაბრუნოს და მიღწეული შედეგები წყალში ჩაგვეყაროს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, 23 მაისიდან, საკმაოდ ბევრი შეზღუდვა, რომელიც მოქალაქეების წუხილს იწვევდა და მათ დისკომფორტს უქმნიდა, გაუქმდა.

„გაუქმდა კომენდანტის საათი, მოიხსნა 3-კაციანი შეზღუდვა ავტომობილით გადაადგილებაზე და ა.შ., ბევრი ეკონომიკური საქმიანობა, გეგმით გათვალისწინებულზე ადრე ამუშავდა და გაიხსნა. ეს ყველაფერი მოხდა რა თქმა უნდა ეპიდემიოლოგებისა და ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცხოვრებას ჯერ კიდევ ვაგრძელებთ ვირუსის პირობებში. სწორედ, ამით იყო განპირობებული ის, რომ მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისა, 23 მაისიდან გარკვეული შეზღუდვები შენარჩუნდა, მათ შორის: გარკვეულ ეკონომიკურ საქმიანობებზე, საჯარო დაწესებულებებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. გარკვეულ მუნიციპალიტეტებში ჯერ კიდევ არ არის დასტაბილურებული სიტუაცია ისე, რომ ჩვენ საკარანტინო რეჟიმის მოხსნის საშუალება გვქონდეს, შესაბამისად, ერთბაშად ვერ მოვხსნით ყველა შეზღუდვას“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გამოეხმაურა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილებაში ჩაწერილი 15 ივლისის არასწორ ინტერპრეტაციას და განაცხადა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უსაფრთხოდ და რაც შეიძლება სწრაფად ამუშავდეს.

„ჩვენ ფრთხილ ნაბიჯებს ვდგამთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი არასდროს არ არის. არასწორად იყო ინტერპრეტირებული მთავრობის დადგენილებაში ჩაწერილი 15 ივლისი. უბრალოდ, პროცედურულად, სხვაგვარად შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო მოქმედებს 15 ივლისამდე და შესაბამისად, დადგენილებაში უფრო ადრე ან უფრო გვიანი ვადა ვერ ჩაიწერებოდა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო ადრე ამუშავდეს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი მდგომარეობა გვექნება, ამაზე დღეს შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. ვმუშაობთ შესაბამის რეკომენდაციებზე. მხოლოდ ტექნიკური მზაობა, ანუ ის, რომ ტრანსპორტი არსებობს და ამუშავებისთვის მზადაა, საერთო მზაობისთვის საკმარისი არ არის. საჭიროა შესაბამისი რეკომენდაციები, მათ შორის, ვმსჯელობთ, რა თანმიმდევრობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რომელი სახეობები ავამუშაოთ, იქნება ეს ერთბაშად თუ ეტაპობრივად. პირბადე იქნება სავალდებულო, ალბათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცულობის მიხედვით, გარკვეულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ მგზავრთა რაოდენობასთან დაკავშირებითაც და ამ დეტალებზე მსჯელობა მიმდინარეობს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ 15 ივლისამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდეს, რადგან კარგად გვესმის, რამხელა დისკომფოტია ეს მოქალაქეებისთვის.

ბევრი მნიშვნელოვანი შეზღუდვა მოვხსენით, რომელიც მათ შორის სოციალურ დისტანციასთან და მობილობასთან იყო დაკავშირებული. ჩვენ ამ საკითხს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით, ასე რომ მოქალაქეებმაც სწორად უნდა გაგვიგონ, ჰქონდეთ ამ საკითხში მთავრობის ნდობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე დეტალებს გავასაჯაროებთ,“- აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

საქართველოში კორუფცია მძვინვარებს და დღეს ბიზნესი „ქართული ოცნების` მარწუხებშია მოქცეული - მამუკა ხაზარაძე

9 ივლისი, 2020 , 16:30

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ პარტიებიდან ყველაზე მეტი დაფინანსება „ქართულ ოცნებას“ აქვ

თავად აღმოვაჩინოთ რამდენი რამ გვქონია სანახავი და მერე უკვე თვითონ ვიქცეთ უცხოელებისთვის გიდებად - მაია ცქიტიშვილი

9 ივლისი, 2020 , 16:30

ვანში გვაქვს მსოფლიო დონის მუზეუმი, ჩვენი ოქროს ფონდის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ იქ მოპოვებული ექსპონატებით არის მდიდარი და შევსებული და შესაბამისად, ვანი არის ძალიან დიდი მიზიდულობის ცენტრი და ჩვენი ისტორიის განუყოფელი

ადამიანები მომავალს რწმენით უყურებენ, მაგრამ ივანიშვილთან ერთად თავის მომავალს ვერ ხედავენ - გიგი უგულავა

9 ივლისი, 2020 , 16:30

ადამიანები მომავალს რწმენით უყურებენ, მაგრამ ივანიშვილთან ერთად თავის მომავალს ვერ ხედავენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ტყვიავში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ვფიქრობთ, ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება - საქართველოს საპატრიარქო

9 ივლისი, 2020 , 16:00

ვფიქრობთ, დღეს ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპატრიარქო იმედოვნებს, რომ &bd

ივანიშვილის ხელისუფლება ამზადებს საარჩევნო ოკუპაციას ჩვენი ქვეყნისას – შალვა ნათელაშვილი

9 ივლისი, 2020 , 15:00

აქცია-ბრიფინგი ,,გახსენი" გამართეს ლეიბორისტებმა თბილისის აეროპორტში და საზღვრების გახსნა მოითხოვეს ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.  „დღეს ახალი სასწაულით გაგვაოცა

საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულები სოციალურ დახმარებას მიიღებენ

9 ივლისი, 2020 , 14:40

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე