უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

14 აპრილი, 2018 17:35
font-size

დადგინდეს, რატომ აღმოჩნდა 4 წლის წინ აშენებული თეატრი ასეთ მდგომარეობაში - ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი პროკურატურას მიმართავს

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით მღებრიშვილი პროკურატურას მიმართავს, რათა დადგინდეს, რატომ გახდა გასარემონტებელი 4 წლის წინ აშენებული ფოთის თეატრი.

„პრობლემებმა თეატრის შენობის გახსნისთანავე იჩინეს თავი და თეატრმა ამის შესახებ არაერთი წერილი მისწერა ფოთის მერიას, თუმცა, უშედეგოდ. 2018 წლამდე ჩვენს წერილებზე რეაგირება არ ხდებოდა. წელს, როგორც იქნა, კულტურის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერითა და ჩარევით, შენობის რეაბილიტაციის საქმე ნელა, მაგრამ დაიძრა მკვდარი წერტილიდან. ფოთის საკრებულომ გამონახა თანხა 30 000 (აცდაათი ათასი) ლარი. უნდა ჩატარდეს ტენდერი შენობის სამშენებლო-საინჟინრო ექსპერტიზაზე და სამუშაოების პროექტზე. შემდეგ კი უნდა გამოინახოს ფული შენობის კაპიტალურ რეაბილიტაციაზე. მაქვს შეკითხვა, ვინ არის პასუხისმგებელი შენობის ასეთ მდგომარეობაზე, რომლის ასაშენებლად 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა? მოვიდა დრო, როდესაც ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ! დადგინდეს, თუ რატომ გახდა შესაძლებელი, რომ ახალი შენობა, დღეს ასეთ მდგომარეობაშია, მაშინ, როცა მშენებლობის დასრულებიდან მხოლოდ 4 წელიწადია გასული? შესაბამისი განცხადებით მივმართავ საქართველოს პროკურატურას”, - დაწერა მღებრიშვილმა სოციალურ ქსელში.

მიმდინარე წლის 6 თებერვალს, გვიან ღამით თეატრის ფოიეში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. არავინ არ დაშავებულა. შენობის ავარიული მდგომარეობის გამო, თეატრი ვერ ფუნქციონირებს. დირექციის გადაწყვეტილებით, მუშაობა გაურკვეველი ვადით შეჩერდა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

22 თებერვალი, 2020 , 13:10

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპრტის მოძრაობა აღდგა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში ეკო კლუბი ,,მწვანე მებრძოლები“ შეიქმნა

22 თებერვალი, 2020 , 11:40

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში ეკო კლუბი „მწვანე მებრძოლები“ შეიქმნა. კლუბის მიზანია ეკოსაგანმანათლებლო აქტივობების გზით აფენის თემში ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. კლუბის მონაწილ

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

22 თებერვალი, 2020 , 10:51

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი)

კახეთის რეგიონში პროფესიული განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

21 თებერვალი, 2020 , 18:13

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ღვინის მწარმოებელ კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ შორის პროფესიული განათლების მიმართულებით მრავალმხრივი თანამშრომლობა იწყება. პირველ ეტა

საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია ეს ქვეყანა გახდეს შესაძლებლობების ქვეყანა - პრემიერი

21 თებერვალი, 2020 , 16:05

წელიწადში და ექვს თვეში აქ აშენდება 582 ბინა, რომელიც იქნება თქვენი, იქნება ამ ბავშვების და რომლებმაც თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოგცეთ საშუალება, რომ ყოველ დღე იცხოვროთ ღირსეულად და გაზარდოთ ღირსეული შვილები, -

წლის ბოლომდე საქართველოში 26 ე.წ. საქმიანი ეზო მოეწყობა

21 თებერვალი, 2020 , 11:45

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები კახეთის რეგიონშიც აქტიურ ფაზაშია. საგარეჯოში, გურჯაანსა და დედოფლისწყაროში მიმდინარე სამუშაოებს ეროვნული სატყე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`