უკან

მსოფლიო

6 ივნისი, 2020 14:40
font-size

დაგავიწყდათ, რომ საქართველომ ტერიტორიის თითქმის მესამედი დაკარგა? - ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსი ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელსაც უბედურება არ უნახავს, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ახალი მთავრობის დანიშვნის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლუკაშენკომ ჩამოთვალა ყოფილი საბჭოთა ქვეყნები, რომლებიც პრობლემების წინაშე დადგნენ, მათ შორის საქართველო.

„ბელარუსი ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელსაც უბედურება არ უნახავს. ზოგიერთ ბელარუსს ჰგონია, რომ უკრაინა სადღაც შორს დაანგრიეს, ომი იქ მიდის, წაართვეს ტერიტორიის ნაწილი. სადღაც შორს მოლდოვაა, რომელიც შუაზე გახლიჩეს – დნესტრისპირეთი და დასავლეთ ნაწილი. დაგავიწყდათ, როგორ ომობდნენ ლიეტუვაში, ბრძოლით იცავდნენ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს საბჭოთა დროს გორბაჩოვის პერიოდში? დაგავიწყდათ, რომ დღეს ჯერ კიდევ ცეცხლი უკიდია კავკასიას, სომხები აზერბაიჯანელებს ეომებიან? ვერ თანხმდებიან. დაგავიწყდათ, რომ საქართველომ თავისი ტერიტორიის თითქმის მესამედი დაკარგა ჯერ აფხაზეთი, შემდეგ კი სამხრეთ ოსეთი? და ბოლოს, არავინ იცის, როგორც მიდიოდა ჩემი მეგობარი რახმონი გადაკიდებული ტყვიამფრქვევით ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში, რომ წესრიგი დაემყარებინა, რამდენი ადამიანი დაიღუპა იქ, როგორ ებრძოდნენ წვერიანებს. დაგავიწყდათ, როგორც ჩაახშო ყოფილმა პრეზიდენტმა კარიმოვმა პუტჩი ათასობით ადამიანის დახვრეტით. ყველა გმობდა მას, ხოლო როდესაც ის გარდაიცვალა, მუხლებზე იდგნენ, ტიროდნენ. ჩვენ ეს არ გადაგვიტანია, ზოგიერთს ამის გაგება არ უნდა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

სომხეთი: კორონავირუსის 489 ახალი შემთხვევა, 13 გარდაცვლილი პაციენტი

11 ივლისი, 2020 , 12:40

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 31 392-მდე გაიზარდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთ

რუსეთი: კორონავირუსის 6 611 ახალი შემთხვევა, 188 გარდაცვლილი პაციენტი

11 ივლისი, 2020 , 12:40

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 611 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 720 547-მდე გაიზარდა. კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 188 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიც

რუსეთი: კორონავირუსის 6 635 ახალი შემთხვევა და 174 გარდაცვლილი პაციენტი

10 ივლისი, 2020 , 13:20

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 713 936-მდე გაიზარდა. კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 174 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიც

სომხეთი: კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი პაციენტი

10 ივლისი, 2020 , 12:15

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 30 903 -მდე გაიზარდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერ

სომხეთი: კორონავირუსის 526 ახალი შემთხვევა, 14 გარდაცვლილი პაციენტი

9 ივლისი, 2020 , 12:30

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 526 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 30 346-მდე გაიზარდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთ

რუსეთი: კორონავირუსის 6 509 ახალი შემთხვევა, 176 გარდაცვლილი პაციენტი

9 ივლისი, 2020 , 12:30

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 707 301 -მდე გაიზარდა. კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 176 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე