უკან
უახლესი ამბები
- 25.04.2024 12:59საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
საზოგადოება
3 მარტი, 2021 15:07
დაღუპული ჯარისკაცების დედებს თანამებრძოლებმა დედის დღე მიულოცეს
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების დედებს შვილის თანამებრძოლებმა დედის დღე მიულოცეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები დაღუპული სამხედროების მშობლებს საქართველოს მასშტაბით, ყველა ქალაქსა თუ სოფელში მოულოდნელად ესტუმრნენ და დედის დღის აღსანიშნავად სიმბოლურად ყვავილების თაიგული გადასცეს.
დედებმა ჯარისკაცებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს დაღუპული შვილების გმირობა და სამხედროებს სამშობლოს სადარაჯოზე ღირსეული სამსახური უსურვეს.