უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

12 ნოემბერი, 2018 17:50
font-size

დაგივლით სათითაოდ დედიან-მამიანად, ყველას! - ირმა ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყანას ხელში ვერ ჩაიგდებენ.

„თქვენთვის დასათმობი საქართველო ჩვენ არ გვაქვს, თქვენთვის გასაწირი პატიმრები ჩვენ არ გვყავს. ნუ გვახსენებთ ბედუკაძეებს, თქვენ შექმენით ეგ ხალხი. ბედუკაძემ სამოქალაქო მამაცობა გამოიჩინა და გამოიტანა კადრები, ამხილა სისტემა და რეჟიმი.

დიახ, უნდა გამოიძიონ სარალიძის და მაჩალიკაშვილის საქმეები. თუმცა, თქვენ არ გინდათ იმაზე საუბარი, რაც ჩაიდინეთ, რადგან ის სისხლის სამართლის და სისტემური დანაშაული იყო. ყოველ დღე მადლობას უნდა უხდიდეთ ბიძინა ივანიშვილს, იმან გადაგარჩინათ თქვენ.

„გონორს“ დაუწიეთ და ფარები ჩააქრეთ, თქვენი არავის ეშინია ამ ქვეყანაში. იმ პლაკატებს აქა-იქ რომ აკრავთ, გაგაკრავთ შუბლზე და დავამთავრებთ ამით. ჩვენც დაგივლით სათითაოდ, ყველას კარებთან მოვალთ და ვერავინ გამაჩერებს. ყველას აგიკრავთ კარებთან, რომ თქვენ ჩააბარეთ ახალგორი და გაყიდეთ კოდორი. გრძელი ენით გველაპარაკებით იმაზე, რომ თურმე ლეგიტიმაცია გაქვთ... რა ლეგიტიმაცია გაქვთ, 17.5% მიიღო გრიგოლ ვაშაძემ საერთო ამომრჩევლის, 80%-მა უარი გითხრათ. მეორე ტურში კიდევ მეტი გეტყვით უარს.

ბოლომდე გაგასწორებთ მიწასთან, მორალურად, პოლიტიკურად, ზნეობრივად. გვარამიასიც არავის ეშინია დედას რომ იგინება, დაგივლით სათითაოდ დედიან-მამიანად, ყველას“, - განაცხადა ინაშვილმა.

ძველი და უკვე გაცვეთილი ანეკდოტია - მინისტრის გამოცვლას ჯობია კაბელი გამოცვალოო - გიგა ბოკერია

10 დეკემბერი, 2018 , 17:30

ძველი ანეკდოტია ერთი - მინისტრის გამოცვლას ჯობია კაბელი გამოცვალოო, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია გავრცელებულ ინფორმაციას ხელისუფლებაში საკადრო გადაადგილებებთან დაკავშირებით. მი

ვინც ამ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს, მათი ადგილი ვერ იქნება - მამუკა ბახტაძე შესაძლო საკადრო ცვლილებზე

10 დეკემბერი, 2018 , 16:10

აუცილებლად განვახორციელებთ მმართველობითი სისტემის მოდერნიზაციას იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის შედეგების სისწრაფე მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ბუნებრივია, ვინც ამ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს, მათი ადგილი ვერ იქნება, - ასე უ

მამუკა ბახტაძემ უარყო, რომ დედამისს სასამართლოში უჩივლა

10 დეკემბერი, 2018 , 16:10

“რუსთავი2”-ის ეთერში გასულ რეპორტაჟს, რომელშიც საუბარი იყო პრემიერისა და მისი დედის სამართლებრივ დავაზე, მთავრობის მეთაური მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა. მისი განმარტებით, შაბათის კურიერში გასული სიუჟეტი მტკნარი

შესაძლოა არასამართლიან კონკურენციასთან იყოს დაკავშირებული - მამუკა ბახტაძე პურის ფასის ზრდაზე

10 დეკემბერი, 2018 , 15:30

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, პურის ფასის ზრდა შესაძლოა არასამართლიან კონკურენციასთან იყოს დაკავშირებული. ბახტაძემ შესაბამის ორგანოებს დაავალა, უმოკლეს ვადაში დაადგინონ თუ რა ხდება ამ მიმართულებით. „

შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? - ნინო კალანდაძე

8 დეკემბერი, 2018 , 16:10

„ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობსო. ჩვენში კი უჭკუობა უკვე ტრადიციად იქცა“, - წერს სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნინო კალანდაძე. „შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც

შემოსავლების სამსახური არ არის პოლიტიკური უწყება და მისი მიდგომა კომპანიისადმი კონსტრუქციული უნდა იყოს - ფინანსთა მინისტრის მოადგილე „ომეგა ჯგუფზე“

7 დეკემბერი, 2018 , 20:29

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა „ომეგა ჯგუფისადმი“ ხელოვნური ბარიერების შექმნას გამორიცხავს. ამის შესახებ 1tv.ge წერს. მისი თქმით, შემოსავლების სამსახური არ არის პოლიტიკური უწყება და მისი

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`