უკან
რეგიონები
28 მაისი, 2016 14:45
დაგორებულმა სატვირთო მანქანამ მცირეწლოვანის სიცოცხლე იმსხვერპლა
ჭიათურაში უბედურ შემთხვევას მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ცნობით, დაგორებული სატვირთო ავტომანქანა ორ ბავშვს დაეჯახა.
როგორც მედიანიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი, მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ნინო ექვთიმიშვილი