უახლესი ამბები
- 18.01.2021 10:55ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
- 18.01.2021 10:55პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის შესახებ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
- 18.01.2021 10:38ანონსი - 18.01.21
- 18.01.2021 10:20დღის კალენდარი _ 18 იანვარი
არქივი
საზოგადოება


დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული პირი გარდაცვალების შემთხვევაში, მის მიერ დაგროვილ თანხას მისი მემკვიდრე აიღებს
დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტის თანახმად, ახალ სისტემას რამდენიმე გამონაკლისი ექნება.
კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაკარგავს შრომის უნარს, თანხის სრულად გატანა შეეძლება.
როგორც დღეს სასტუმრო ,,რუმსში“ დაგროვებითი პენსიის სისტემის პროექტის პრეზენტაციაზე აღინიშნა, მოქალაქეს თანხის სრულად აღება შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ, პირი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს და სამუდამოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე ხდება.
ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული პირი გარდაიცვალა, მის მიერ დაგროვილ თანხას მისი მემკვიდრე აიღებს. რაც შეეხება თანხის გატანას, მემკვიდრეს შეუძლია, მხოლოდ პენსიაზე გასვლის დროს დახარჯოს მიღებული თანხა.
ცნობისათვის, დაგროვებითი პენსიის სისტემა 2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება.
დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტი განსაზღვრული შენატანების საპენსიო სქემის შექმნას ითვალისწინებს. თითოეული დასაქმებული ვალდებული იქნება, რომ განახორციელოს შენატანი. კერძოდ, დასაქმებული მოქალაქე ხელფასიდან შეიტანს დაუბეგრავი მოცულობის 2%-ს, ხოლო თვითდასაქმებული საკუთარი შემოსავლის 4%-ს. თავის მხრივ, სახელმწიფოც გადაურიცხავს დაგროვებითი პენსიის პროექტში ჩართულ მოქალაქეებს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.
შედეგად, სისტემაში ჩართულ მოქალაქეს, საპენსიო ასაკისთვის უკვე ექნება გარკვეული დანაზოგი, რომელიც სახელმწიფო პენსიასთან ერთად დაერიცხებათ მოქალაქეებს.
დაგროვებითი პენსია არ გულისხმობს არსებული საპენსიო ბაზის გაუქმებას.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის შესახებ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
18 იანვარი, 2021 , 10:55
„ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს
16 იანვარი, 2021 , 15:00

მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 95 წლის იუბილეს ულოცავს
16 იანვარი, 2021 , 11:35

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა
16 იანვარი, 2021 , 11:15

საქართველოში კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 189 პაციენტი
16 იანვარი, 2021 , 11:15

გელათის რესტავრაციისას დაშვებულ ხარვეზებს სწრაფი გამოსწორება სჭირდება - თეა წულუკიანი
15 იანვარი, 2021 , 19:59