საზოგადოება


დაგროვებითი პენსია სიბერეში ღირსეული ცხოვრების ხარისხს უზრუნველყოფს - აკაკი ზოიძე
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე საპენსიო რეფორმაზე საუბრისას აცხადებს, რომ დაგროვებითი პენსია ორიენტირებულია მომავალზე, რომელიც სიბერეში ღირსეული ცხოვრების ხარისხს უზრუნველყოფს.
პარლამენტმა საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტი წლის ბოლომდე უნდა განიხილოს.
მისი თქმით, კანონპროექტი პარლამენტში ჯერ არ შესულა და ამ ეტაპზე საბოლოო დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა, ზოიძის თქმით, ძირითადი პრინციპები ცნობილია.
„საუბარია, რომ ადამიანები ყოველთვიურად გადაიხდიან გარკვეულ თანხას და ამ პროცესის თანამონაწილე იქნება როგორც დამსაქმებელი ისე სახელმწიფო. თანამონაწილეობის პროპორცია იქნება შემდეგი: ერთ მესამედს „გადადებს“ ადამიანი საკუთარი ხელფასიდან, მეორე მესამედს გადაიხდის დამსაქმებელი და მესამე მესამედს კი სახელმწიფო. ეს თანხა დაგროვდება ამ ადამიანის „ანგარიშზე“ და გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა საპენსიო ასაკის გახდება, გაცილებით მაღალ პენსიას მიიღებს, ვიდრე დღეს. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება როგორც სამუშაო წლების, ისე ხელფასის ოდენობაზე. მნიშვნელოვანია, რომ პენსია მხოლოდ კონკრეტული ადამიანის გადადებულ ხელფასზე არ იქნება დამოკიდებული.
მაგალითად, თუ პირობითად ვისაუბრებთ ხელფასიდან 2%-ის გადადებაზე, ამ თანხას დაემატება 2% დამქირავებლის ყულაბიდან და 2% სახელმწიფოს ყულაბიდან. ჯამში, პენსიონერი მიიღებს ორჯერ მეტ თანხას, ვიდრე მხოლოდ საკუთარი სახელფასო შემოსავლიდან რომ დაეზოგა“, -განმარტა ზოიძემ მედიასთან საუბარში.
მისი თქმით, პროექტის მიხედვით, „დაგროვებით პენსიაზე“ გადასვლა ნებაყოფლობითი იქნება, თუმცა თუ კონკრეტული დასაქმებული გადაწყვეტს „ყულაბაში“ გადადოს საპენსიო თანხა, სახელმწიფო და დამსაქმებელი ვალდებული იქნება, ანალოგიური პროცენტული მაჩვენებელი დასაქმებულს თავადაც დაუმატონ.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც არ ჩაერთვებიან „დაგროვებითი პენსიის“ სისტემაში, ზოიძის თქმით, ამ შემთხვევაში, ისინი იმ სოციალურ პენსიას მიიღებენ, რაც სახელმწიფოსგან იქნება დადგენილი, ყოველგვარი დანამატების გარეშე.
მონიაკ დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
კავკასიის რეგიონში პირველად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი MIT გლობალურ სტარტაპ ლაბს შექმნის
18 აპრილი, 2018 , 17:45

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ფერმერებს შეხვდა
18 აპრილი, 2018 , 17:45
შემეცნებითი ტური ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლის უფროსკლასელთათვის
18 აპრილი, 2018 , 16:40

როცა საქმე ბავშვები უსაფრთხოებას ეხება, იქ პოლიტიკური სპეკულაციების ადგილი არ არის - ვახტანგ შაქარიშვილი
18 აპრილი, 2018 , 16:40

გასული წლის პირველი მარტიდან დღემდე 15-მდე სამშობიარო დაწესებულება საკეისრო კვეთების რაოდენობის ზრდის გამო დაჯარიმდა - მაია ხომერიკი
18 აპრილი, 2018 , 16:40
ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაციამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შეხვედრა გამართა
18 აპრილი, 2018 , 14:55