უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

23 აპრილი, 2019 13:50
font-size

დაგროვებითი პენსიის პროექტის დაწყებიდან დღემდე ფონდში უკვე 175 მილიონი ლარია შესული - სურგულაძე

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით საპენსიო სააგენტოს დირექტორს, ლევან სურგულაძეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

მისი თქმით, საპენსიო რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს და დაგროვებითი პენსიის პროექტის დაწყებიდან დღემდე ფონდში უკვე 175 მილიონი ლარია შესული. სურგულაძე ამბობს, რომ საპენსიო ფონდიდან გასვლის მოთხოვნით სააგენტოს მხოლოდ 2900 ადამიანმა მიმართა.

მისი განმარტებით, ყველა იმ პირი , რომელსაც 40 წელი შეუსრულდა და საპენსიო შენატანის გაკეთება არ სურს, შეუძლია სააგენტოს მიმართოს.

„რეფორმა მიმდინარეობს წარმატებით, გაწევრიანებულია ჩვენს სისტემაში 750 ათასზე მეტი უკვე. საპენსიო შენატანების მოცულობა დაახლოებით გუშინდელი მონაცემებით იყო 175 მილიონი ლარი. მომართვიანობა დიახ არის, არც ისე მაღალი. ამ ეტაპისთვის სისტემიდან გასული არის 2 900 ადამიანი, ანუ ეს არის 750 000 ადამიანიდან 2 900 ადამიანი, დაახლოებით ეს არის 0,4%.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ გეგმის მიხედვით და ისე, როგორც გაწერილია კანონში. დეკემბერში ეს საბჭო ნამდვილად არ გვჭირდებოდა, ეს იქნებოდა ზედმეტი ხარჯი, ასევე იმისათვის, რომ თქვენ შეადგინოთ დივერსიფიცირებული პორტფელი, ამისათვის საჭიროა გარკვეული თანხის აკუმულირება, ეს თანხა აკუმულირდება ზუსტად იმ დროისთვის, როდესაც უკვე გვეყოლება საბჭო და დავიწყებთ საინვესტიციო საქმიანობას,“ - განაცხადა ლევან სურგულაძემ.

კობა გვენეტაძემ ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

24 მაისი, 2019 , 17:45

24 მაისს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში", საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის ორგანიზებით გამართულ ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის გახსნით ღონისძიებ

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტი ტარიფების ზრდას არ გამოიწვევს - ეკონომიკის სამინისტრო

24 მაისი, 2019 , 17:35

საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა და მათ შორის, კანონპროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“, რომლის განხილვაც საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს, მიმართულია მომხმარებლის დასაცავად და ტარიფ

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 24 მაისისთვის - დოლარი - 2.7799 ლარი, ევრო - 3.0954

23 მაისი, 2019 , 17:43

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 2.7799 ლარი ეღირება, ევრო – 3.0954, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5160 ლარი. დღეს, 23 მაისს ე

ეროვნული ბანკი ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსის პროექტს აქვეყნებს

23 მაისი, 2019 , 17:15

სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნების ინიციატივის ფარგლებში, ეროვნული ბანკი "ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსის" პროექტს აქვეყნებს. ეროვნული ბანკის მანდა

ლარი არ უნდა უფასურდებოდეს - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

23 მაისი, 2019 , 14:20

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მოქმედი მიკრო და მაკროეკონომიკური პარამეტრები არ მიუთითებს იმაზე, რომ ლარის კურსი უნდა უფასურდებოდეს. კითხვაზე, ხომ არ დაიხარჯა წინასარჩევნოდ დიდი ფული, რამაც

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SKY UP AIRLINES იწყებს

23 მაისი, 2019 , 12:40

4 ივნისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირებას უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SKY UP AIRLINES იწყებს. პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისად ოდესისა და ხარკოვის მიმართულებით კვირაში ორჯერ,