უახლესი ამბები
- 22.01.2021 22:27“ძაღლის ჭირი თბილისში” – ვეტერინარები მოსახლეობას აფრთხილებენ
- 22.01.2021 20:43ძველ თბილისში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
- 22.01.2021 18:21ვითიბი ბანკი ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს
არქივი
პოლიტიკა


დაგროვებითი პენსიის რეფორმა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობს
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დაგროვებითი პენსიის რეფორმას მხარს უჭერს- ინფორმაციას ამის შესახებ 1tv.ge პროფკავშირების გაერთიანებისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის დაფინანსებით ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერს, რომელიც დღეს, პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაზე წარადგინეს.
მთლიანობაში “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” 1 000 რესპონდენტი გამოკითხა. საქართველოს მოსახლეობის 55% ცვლილებას პოზიტიურად უყურებს, 12% კი სკეპტიკურადაა განწყობილი.
„ზოგადი პოზიტიური განწყობის ფონზე, რესპონდენტები გამოთქვამენ ცალკეულ მოსაზრებებს, მაგალითად, სრულიად ერთმნიშვნელოვნად იკვეთება აზრი, რომ საპენსიო სქემაში მონაწილეობა უნდა იყოს ნებაყოფლობითი, ასევე ფიქრობენ, რომ მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეთ იმ ადამიანებსაც, ვისაც ე.წ. ინსტიტუციონალური შემოსავლი არ აქვთ, მაგალითად, ძიძებს და ტაქსის მძღოლების, თვითდასაქმებულებს და არ უნდა იყოს დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვა“, – განაცხადა „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ წარმომადგენლმა იაგო კაჭკაჭიშვილმა.
პროფკავშირებმა დღეს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ალტერნატიული კანონპროექტი წარადგინა, რომელიც საპენსიო სისტემაში დასაქმებულთა სავალდებულო მონაწილეობას და 5 წლის განმავლობაში, მოქალაქეთა 2%-იანი წილის საშემოსავლო გადასახადიდან ჩამოჭრას ითვალისწინებს.
გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, პროფკავშირები დათმობაზე მიდის და კანონპროექტის ცალკე დარეგისტრირების ნაცვლად, მთავრობასთან მოლაპარაკებას და ძირითადი პრინციპების შეჯერებას ცდილობს.
დღეს გამართული შეხვედრის მიზანი ,საჯარო და კერძო სექტორებს შორის, საკითხზე კონსტრუქციული დიალოგზე წასვლა და დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტში ძირეულ საკითხებზე კონსესუსის მიღწევაა.
ცირა გურგენიძე
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა
22 იანვარი, 2021 , 21:19

რჩება დაახლოებით ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა გადახედონ გადაწყვეტილებებს - არჩილ თალაკვაძე
22 იანვარი, 2021 , 15:40

შეხვედრამ მოგვცა იმის თქმის საფუძველი, რომ საბოლოოდ შევთანხმდებით - მამუკა მდინარაძე
22 იანვარი, 2021 , 15:40

პირველი ოპოზიციური პარტია უკვე შემოსულია. სხვებთან მოლაპარაკებისთვის მზად ვართ - არჩილ თალაკვაძე
22 იანვარი, 2021 , 15:00

დღეს საბოლოო შეთანხმებისთვის არ მოვსულვართ, პოზიციების გასარკვევად და დასაზუსტებლად მოვედით - ალეკო ელისაშვილი
22 იანვარი, 2021 , 15:00
ვაქცინაზე საქართველო ევროკავშირის მხრიდან სოლიდარულ გადაწყვეტილებას ელის - სალომე ზურაბიშვილი
21 იანვარი, 2021 , 17:25