უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 ოქტომბერი, 2017 12:55
font-size

დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებული პირისთვის სავალდებულო იქნება

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტის თანახმად, დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებული პირისთვის სავალდებულო იქნება.

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდება 40 წელი, მათთვის სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება.

ასევე, ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში, ასაკის მიუხედავად თვითდასაქმებულები.

როგორც სასტუმრო ,,რუმსში“, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტის შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე აღინიშნა, ახალი სისტემა 2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება.

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტი განსაზღვრული შენატანების საპენსიო სქემის შექმნას ითვალისწინებს. თითოეული დასაქმებული ვალდებული იქნება, რომ განახორციელოს შენატანი. კერძოდ, დასაქმებული მოქალაქე ხელფასიდან შეიტანს დაუბეგრავი მოცულობის 2%-ს, ხოლო თვითდასაქმებული საკუთარი შემოსავლის 4%-ს. თავის მხრივ, სახელმწიფოც გადაურიცხავს დაგროვებითი პენსიის პროექტში ჩართულ მოქალაქეებს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.

შედეგად, სისტემაში ჩართულ მოქალაქეს, საპენსიო ასაკისთვის უკვე ექნება გარკვეული დანაზოგი, რომელიც სახელმწიფო პენსიასთან ერთად დაერიცხებათ მოქალაქეებს.

პრეზენტაციაზე ასევე აღინიშნა დაგროვებითი პენსია არ გულისხმობს არსებული საპენსიო ბაზის გაუქმებას.

საპენსიო რეფორმა ეკონომიკის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად მოამზადა. კანონპროექტზე მუშაობაში ჩართულები იყვნენ დონორებიც.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში წლის ბოლომდე დაიწყება.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 456 პაციენტი

24 იანვარი, 2021 , 11:11

საქართველოში კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 456 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა

24 იანვარი, 2021 , 11:05

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა. „ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 055 პირი ემსხვერპლა“, - ნათქვ

ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს

24 იანვარი, 2021 , 10:52

ისრაელის საელჩო მიესალმება საქართველოს მთავრობის განცხადებას პირველი თებერვლიდან საერთაშორისო ფრენების აღდგენისა და ასევე, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ. ამის

გიორგი რურუას მხარდასაჭერად თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა

23 იანვარი, 2021 , 17:35

აქცია-პერფორმანსი გაიმართა დღეს, 23 იანვარს თბილისში, "მთავარი არხის" დამფუძნებლის გიორგი რურუას მხარდასაჭერად. აქციის მონაწილეები ზუსტად იმ ადგილას მივიდნენ, სადაც რურუას პოლიციამ იარღი ჩაუდო და დააკვაა. მათ სიმბოლურად

სალომე ზურაბიშვილმა ქართველი სტუდენტებისა და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან განიხილა

23 იანვარი, 2021 , 16:05

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების განვითარებისა და უფრო ღრმა და სექტორული ინტეგრაციის ხელშე

„ფეხით წაბრძანდნენ სახლში და ნახონ, როგორი არის რიგითი ადამიანის ცხოვრება“ - თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით ჩაკეტეს

23 იანვარი, 2021 , 15:00

"როგორც ქართველი მოსახლეობა ყავთ ჩაკეტილი ხელისუფლებას ისე ჩავკეტავთ ყველა გასასვლელს" - თბილისის მერიასთან აქტივისტები და "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა ჯა