უკან

საზოგადოება

28 ნოემბერი, 2017 13:55
font-size

დაგვიბრუნონ რაც გვეკუთვნის და წავალთ ჩვენ-ჩვენს სახლებში - დაპირისპირება „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეების აქციაზე

პროკურატურასთან სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები აქციას მართავენ. მათი მოთხოვნები უცვლელია. ისინი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვენ, დამნაშავეების დასჯასა და კომპენსაციის გადახდას.

აქციის დროს დაპირისპირება მოხდა მოვაჭრეებსა და პოლიციას შორის. სამართალდამცველებმა შეკრებილებს კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს. შეკრების ერთ-ერთი მონაწილე ნარგიზა კაცაძე ჩოჩქოლის გამო ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

„ან სიკვდილი, ან სიცოცხლე. ხომ ხედავს მთავრობა, რომ არ ვნებდებით. ჩვენ რაც გვეკუთვნის, დაგვიბრუნონ და წავალთ ჩვენ-ჩვენს სახლებში“, -უთხრა კაცაძემ ჟურნალისტებს.

„ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეების ადვოკატის, ფრიდონ სუხიაშვილის განცხადებით, საქმეზე გამოძიება დასრულებულია და სააქციო საზოგადოების დირექტორის გიორგი მაჭავარიანისა და პასუხისმგებელი მორიგის წინააღმდეგ საქმე უახლოეს დღეებში სასამართლოში გადაიგზავნება.

„გამოძიება დასრულდა, როგორც განაცხადეს და საქმე იგზავნება სასამართლოში. რაც შეეხება დღევანდელ აქციას, კვლავ განახლდა, მოთხოვნა კვლავ უცვლელია, რომ არა მარტო მაჭავარიანი და პასუხიმსგებელი მორიგე, არამედ ის კონკრეტული პირები, ვინც გადაწვეს ბავშვთა სამყარო, ის კონკრეტული პირები, ვინც შეუკვეთა ეს დანაშაული, ვინც აღასრულა, ყველა უნდა დასხდეს საბრალდებო სკამზე“, -თქვა ადვოკატმა.

„ბავშვთა სამყარო“ 30 იანვარს დაიწვა.

ანა მებურიშვილი

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი