უკან

პოლიტიკა

31 ოქტომბერი, 2018 12:10
font-size

დაიწყო უკვე მუქარები - თამარ ჩუგოშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. დეპუტატმა სააკაშვილის ნათქვამი მუქარად შეაფასა.

„დაიწყო უკვე მუქარები.

დიახ, სამართლიანი არჩევნების ნორმალურად ჩატარება იყო შეუძლებელი. კარგად მახსოვს თქვენი გადაწერილი ოქმები, რომელსაც ზოგჯერ 100%-მდეც ვერ ამრგვალებდით და 102, 103% გეწერათ. 2012 წელს რაც მოხდა, ეგ თქვენი დამსახურება ნამდვილად არ არის. სპეცნაზი გყავდათ მობილიზებული ყველა უბანზე და ხაშურში შევარდით კიდეც. საბოლოო შედეგი თქვენი დამსახურება ნამდვილად არ ყოფილა და ვისიც იყო, ყველამ ვიცით.

რაც შეეხება „ვინმე ჩუგოშვილს“, ნამდვილად არ გეცოდინებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციები სულ არ გაინტერესებდათ და არასდროს არ მიგიქცევიათ ყურადღება, რას ამბობდნენ“, - დაწერა ჩუგოშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, სადაც გამოაქვეყნა ფრაგმენტი სააკაშვილის ინტერვიუდან, რომელშიც დეპუტატია ნახსენები.

როგორც სააკაშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემაში „არჩევანი“ თქვა, რომ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებები, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მეორე ტურში მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, არის აბსურდი.

„როდესაც ვინმე ჩუგოშვილი იძახის, სააკაშვილის დროს შეუძლებელი იყო ხელისუფლების გადაცემაო, უკაცრავად, გოგო, აბა მოდი ცოტა ჭკუაზე. აბა, შენ ხელისუფლებაში როგორ მოხვედი, ქალბატონო ჩუგოშვილო? მე ეგზიტპოლების გამოცხადებიდან 5 წუთში დავადასტურე ეს შედეგი. მერე ერთთვიანი კურსი ჩაგიტარეთ უიმედოებს, მაგრამ მაინც, სახელმწიფოს მართვის. გადმოგაბარეთ ეს საათივით აწყობილი სახელმწიფო მანქანა, წავედით ისე, რომ პრეზიდენტის სასახლიდან არ წამიღია სუვენირებიც კი და თქვენ იძახით, რომ ჩვენ დროს არ ხდებოდა გადაბარება?“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი