უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 თებერვალი, 2018 11:10
font-size

დაკავებულ ბართაიას პირდაპირ ჩავუდე ხელყუმბარა - რობაქიძის საქმეზე ბრალდებული კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა, კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურა) ბაქრაძემ გაიხსენა, თუ როგორ ჩაუდო მან ერთ-ერთ დაზარალებულ პირს იარაღი.

მისი თქმით, ერთ-ერთ დაკავებულს მან ხელყუმბარა ჩაუდო.

„თუ არ ვცდები, დაკითხულია საქმეზე მოწმე ბართაია, რომელმაც თქვა, რომ ბაქრაძემ ჩამიდო ხელყუმბარა. ეს ბიჭი სიმართლეს ამბობს. როდესაც მაშინ დაკავებული ეს ბიჭი წამოაყენეს, მას ჩამოუვარდა ხელყუმბარა. მიქაძეს უკვე მოტანილი ჰქონდა ვაკე-საბურთალოს პოლიციიდან იარაღები და მიქაძეს ვუთხარი, ამ ხელყუმბარის ჩამოვარდნაზე - ამოიღეთ მიწიდან და რახან ესეა, ბოლოს და ბოლოს მოწმეებით გაამაგრებთ ამ საქმეს, თან თითის ანაბეჭდები ამოვა, მოაკიდებინეთ ხელი. ამაზე მითხრა - ეს არ არის ჩემი კაპრიზი, წადი და ადეიშვილს ელაპარაკე. ამის მერე მოვკიდე ამ ხელყუმბარას ხელი და პირდაპირ ჩავუდე ბართაიას“, - განაცხადა ბაქრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის თემაში“.

ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ამჟამად თავს იკავებს უფრო მეტი დეტალის გამჟღავნებისგან, თუმცა, თუკი მისი დაკითხვა გახდება საჭირო, ის დანარჩენ ინფორმაციასაც მიაწოდებს გამოძიებასა და სასამართლოს.

2004 წლის ნოემბერში საპატრულო ეკიპაჟმა წერეთლის გამზირზე გააჩერა ავტომობილი, რომელშიც ისხდა ბუტა რობაქიძე მეგობრებთან ერთად და აღნიშნული პირები იყვნენ შეიარაღებულები, რის გამოც პოლიციელმა ბაშალეიშვილმა გაისროლა და იმსხვერპლა ბუტა რობაქიძე. 2012 წელს განახლებული გამოძიების მიხედვით კი, აღნიშნულ პირებს იარაღი არ ჰქონდათ და ის პოლიციელებმა შემდეგ მიიტანეს შემთხვევის ადგილზე.

კობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

24 სექტემბერი, 2020 , 17:47

ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია არასაბანკო სექტორთან და ეცნობა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ვითარებას, ასევე, სხვა მიმდინარე საკითხებს. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მორიგი ასეთი შეხვედრა მიკრ

მაშველი, რომელსაც 10 სექტემბერს 55 წელი შეუსრულდა, 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო - დავით ჭიჭინაძე

24 სექტემბერი, 2020 , 17:25

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მეხანძრე - მაშველი, რომელსაც 10 სექტემბერს შეუსრულდა 55 წელი და 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო, რადგან ასაკის გამო ვეღარ აკმაყოფილებს პროფე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2897 ლარი გახდა

24 სექტემბერი, 2020 , 17:10

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2897 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2641 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

24 სექტემბერი, 2020 , 16:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. შეხვედრაზე გაიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები. საუბარი

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ელექტრონული პორტალი www.student.moh.gov.ge დღეიდან ამოქმედდა

24 სექტემბერი, 2020 , 16:30

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფას

პირველი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში I-VI კლასის მოსწავლეები, ხოლო გორსა და ფოთში ყველა კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებში ბრუნდებიან - მიხეილ ჩხენკელი

24 სექტემბერი, 2020 , 16:30

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ლი ოქტომბრიდან I-VI კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება, ხოლო VII-XII კლასებისთვის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.