უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

4 მაისი, 2018 16:40
font-size

დაკავებულ „ქართული მარშის“ წევრებს რამდენიმე დეპუტატი თავდებში უდგება - ადვოკატი

19 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული „ქართული მარშის“ წევრს ლადო სადღობელაშვილს დეპუტატები: გია ჟორჟოლიანი, დავით ჭიჭინაძე, ემზარ კვიციანი და ასევე თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური თავდებში უდგებიან. ამის შესახებ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

კიდევ ერთ დაკავებულს, ოლეგ დანგაძეს თავდებში უდგებიან ადა მარშანია და ემზარ კვიციანი.

„პირველი არხის“ ინფორმაციით, „ქართული მარშის“ კიდევ რამდენიმე დაკავებულ წევრს თავდებში უდგებიან „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატები.

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული მარშის“ წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვის საკითხზე მსჯელობენ. დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით „ქართული მარშის“ წევრები საქართველოს პარლამენტის შენობასთან შიმშილობენ.

„ქართული მარშის“ შვიდ დაკავებულ წევრს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 23 მარტს შეუფარდა.

პატიმრობა შეეფარდათ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულ გიორგი ონიანს, ლუკა ნაცვლიშვილს, მიხეილ ამისულაშვილს, ლადო სადღობელაშვილს, ირაკლი დოლენჯაშვილსა და ბექა რევაზიშვილს. მათ ბრალად ედებათ ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

გარდა ამისა, გიორგი ონიანს ასევე ბრალად ედება ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსსკ-ის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ასევე ლუკა ნაცვლიშვილს გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ამავე საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული ოლეგ დანგაძეს, ხოლო დევი ჩილიაშვილი, ფსიქოლოგიური პრობლემის გამო, პირადი თავდებობით განთავისუფლდა.

„რუსთავი 2“-ის შენობასთან „ქართული მარშის“ წევრებმა აქცია 19 მარტს გამართეს. აქციის დროს „ქართული მარშის“ წევრებმა ალყა შემოარტყეს მანქანას, რომელშიც იმყოფებოდნენ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და არხის იურისტი თამთა მურადაშვილი. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შეკრებილებმა მანქანა დააზიანეს, ასევე თავს დაესხნენ ჟურნალისტ დავით ერაძეს. შეკრებილთა თქმით, გიორგი გაბუნიამ ქრტისტიანებისტვის შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს.

საქმე ეხება ჟურნალისტის შესავალ მონოლოგს, რომელშიც გაბუნიამ იესო ქრისტე აჭარაში ხეების მოჭრისა და გადატანის ფაქტს დაუკავშირა: „მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ იმიტომ, რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგო“.

მომხდარიდან 2 დღის შემდეგ „ქართული მარშის“ წევრები სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს

29 სექტემბერი, 2020 , 15:30

29 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგ

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ოთხი მეწარმე პასუხისგებაში მისცეს

29 სექტემბერი, 2020 , 11:30

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ოთხი მეწარმე პასუხისგებაში მისცეს. აღნიშნულის შესახებ „მედიანიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია ა

საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით პოლიციამ ორი პირი დააკავა

29 სექტემბერი, 2020 , 11:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შე

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 8 ოქტომბერს დაიწყება

28 სექტემბერი, 2020 , 17:05

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადადის. სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის თაობაზე ბრალდებული ხუთი პირის ადვოკატების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არს

ე.წ. სატელიტის ფოტოების საქმეზე ბრალდებულ დავით ფურცხვანიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

26 სექტემბერი, 2020 , 18:18

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის შედეგად, დარღვევვები გამოვლინდა

26 სექტემბერი, 2020 , 15:50

22-24 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ყაზბეგი“ და ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე