უახლესი ამბები
- 05.03.2021 12:25იმ ექვსი პუნქტიდან, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ოთხ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ, ახლა საქმე მათ მხარეს არის - შალვა პაპუაშვილი
- 05.03.2021 12:25აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამაგალითო თანამშრომლობა მომდევნო წლებში გაძლიერდება - დავით ზალკალიანი
- 05.03.2021 12:25მიხეილ სარჯველაძემ და შალვა პაპუაშვილმა „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია გამართეს
- 05.03.2021 12:25ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ნამახვანჰესის ხელშეკრულებაზე გამოქვეყნებული შეფასებები სპეკულატიური და დილეტანტურია - ეკონომიკის სამინისტრო
- 05.03.2021 11:55ჩვენ ევროკავშირში წავალთ ჩვენი ხედვით, კონსტიტუციური ჩარჩოთი, რომ ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ხმა, უნდა შებრძანდნენ პარლამენტში - სოზარ სუბარი
- 05.03.2021 11:55პროფესიულ კოლეჯ „მოდუსში“ სასწავლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს - თამარ ქიტიაშვილი
- 05.03.2021 11:00თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს მიმართავს: გრცხვენოდეთ, ბატონო სერგო!
- 05.03.2021 10:41როგორ გადავიხადოთ კომუნალურები მარტივად
- 05.03.2021 10:32საქართველოში მიწისძვრა მოხდა
- 05.03.2021 10:20ანონსი - 05.03.21
არქივი
სამართალი


დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს - ირაკლი შოთაძე
მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, ბრალს არ აღიარებს.
შესაბამისი განცხადება მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც მედიასთან დეკანოზის დაკავებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
,,მან არ ჩათვალა საჭიროდ ჩვენების მიცემა. ფაქტობრივად დუმილის უფლებას იყენებს’’, - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.
შოთაძის განცხადებით, გამგზავრებამდე დეკანოზს ბარგის ჩხრეკისას ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება აღმოაჩნდა, რომლითაც გამოძიების ინფორმაციით, მას ,უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.
ამასთან, შოთაძე გამოიძიების ინტერესებიდან და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, არ აკონკრეტებს, იყო თუ არა ეს შხამიანი ნივთიერება განკუთვნილი პატრიარქისთვის და ამბობს, რომ ,,ერთი-ერთი პირის მიმართ მზადდებოდა მკვლელობა.’’
,,არსებობს მთელი რიგი მტკიცებულებები, მათ შორის არსებობს აუდიო და ვიდეოჩანაწერები, რომლებიც სასამართლოს განჩინების საფუძველზე იყო მოპოვებული, თუმცა საქმის სენსიტიურობიდან და იმ გარემობებიდან გამომდინარე, რომ გამოძიება გრძელდება, ჩვენ არ მიგვაჩნია ამ ეტაპზე მიზანშეწონილად ამ მტკიცებულებების გასაჯაროვება’’, - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.
მისივე ინფორმაციით, მტკიცებულებებით გამოკვეთილი არის რამდენიმე ვერსია, რომლის მიხედვითაც ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
,,კონკრეტული პიროვნება, ვის მიმართაც იქნა მოპოვებული მტკიცებულებები შესაბამისი სტანდარტით დანაშაულის ჩადენის შესახებ, არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში’’, - განაცხადა მთავარმა პროკურორმა.
მისივე ინფორმაციით, არაერთი მოწმეა დაკითხული და მათი დაკითხვა გრძელდება.
რაც შეეხება სოსო ოხანაშვილის დაკითხვას, მთავარი პროკურორის განმარტებით, ლოგიკური იყო მისი დაკითხვა, ვინაიდან იგი იყო პატრიარქის დაცვის უფროსი.
,,კითხვები ეხებოდა კონკრეტულად პატრიარქის დაცვას და კონკრეტულ პიროვნებას, იმას, თუ რა წვდომა ჰქონდა კონკრეტულ პიროვნებას პატრიარქთან და საქმის სხვა დეტალებს, რასაც აქვს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა’’, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
როდესაც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დაიწყო შხამიანი ნივთიერების მოპოვებაზე მუშაობა, პროკურატურა საწყის ეტაპზევე ჩაერთო საქმეში.
,,ჩვენ მოგვმართა მოქალაქემ, რომელიც დეკანოზის მოსაზრებით უნდა დახმარებოდა და შუამავლობა გაეწია მისთვის ამ შხამიანი ნივთიარების მოპოვებაში, შესაბამისად ინფორმაცია მანამადე სხვა, რომ მანამდე სხვა მოქმედებები ამ პირის მიერ ხორციელდებოდა, ჩვენ არ გვაქვს’’, - აცხადებს ირაკლი შოთაძე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ ბრალდებულებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის სურვილი ჰქონდათ ან ამ განზრახვით მოქმედებდნენ - სახალხო დამცველი
5 მარტი, 2021 , 12:54

თაღლითობის ბრალდებით შსს-ს თანამშრომელი და კიდევ 4 პირი დააკავეს
4 მარტი, 2021 , 14:50

მკვლელობის ფაქტზე თბილისში ერთი პირი დააკავეს
4 მარტი, 2021 , 12:30

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს
4 მარტი, 2021 , 12:30

გორში `ნაციონალური მოძრაობის` ოფისის დარბევის გამო კიდევ ორი პირი დააკავეს
3 მარტი, 2021 , 12:55

გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
3 მარტი, 2021 , 10:40