უკან

სამართალი

5 თებერვალი, 2025 11:53
font-size

დაკავებულია ორი პირი, რომლებიც შშმ პირს თბილისში, ძალადობის გამოყენებით სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შშმ პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ტრეფიკინგის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები სისტემატურად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით, 1986 წელს დაბადებულ შშმ პირს თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროს ტერიტორიაზე დადგომას და სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ და თანხას ისაკუთრებდნენ.

უწყების ცნობით, იმ შემთხვევაში თუ დაზარალებულის მიერ გამომუშავებული თანხის რაოდენობა არ დააკმაყოფილებდათ, დაკავებულები მის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობასა და მუქარას ახორციელებდნენ.

შსს ფარულ ვიდეომასალასაც აქვეყნებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ განხორციელებულ ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით 2 პირი: 1986 წელს დაბადებული ლ.ა. და 1977 წელს დაბადებული ხ.ა. დააკავეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები სისტემატურად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით, 1986 წელს დაბადებულ შშმ პირს თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროს ტერიტორიაზე დადგომას და სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ.

გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები ამ გზით მოპოვებულ თანხას სრულად ისაკუთრებდნენ. იმ შემთხვევაში თუ დაზარალებულის მიერ გამომუშავებული თანხის რაოდენობა არ დააკმაყოფილებდათ, მის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობასა და მუქარას ახორციელებდნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე ბრალდებული თბილისში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ განხორციელებულ ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 37 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

9 თებერვალი, 2025 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 3

პოლიციამ საგარეჯოში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

8 თებერვალი, 2025 , 14:04

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული გ.ქ. დააკავეს.

დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 26 პირი, ოთხ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათგან სამი „კანონიერი ქურდია“

7 თებერვალი, 2025 , 11:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანგკოკის ინტერპოლიდან მიღებული წერილის საფუძველზე, ტრეფიკინგის მუხლით გამოძიება დაიწყო

6 თებერვალი, 2025 , 12:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბანგკოკის ინტერპოლიდან მიღებული წერილის საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყეს,

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 40 წლის მამაკაცი დააკავეს

6 თებერვალი, 2025 , 11:27

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 40 წლის მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

„თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ აქციაზე დაკავებული პირებიდან რვა მომიტინგეს ბრალდება შეეცვალა

4 თებერვალი, 2025 , 17:49

„თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ აქციაზე დაკავებული პირებიდან რვა მომიტინგეს ბრალდება შეეცვალა. გამოძიება ამჯერად მათ სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს, კონკრეტულად კი - სტრატეგიული ან განსა