უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

15 თებერვალი, 2020 11:55
font-size

დაკავებულია პირი, რომელმაც არასრულწლოვანს ქორწინების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული გ. მ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ „მედიანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამ თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 14 თებერვალს, ქალაქ მარნეულში, ქორწინების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2002 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს. და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით წაიყვანა.

შსს-ში განმარტავენ, რომ სამართალდამცველებმა გ.მ. ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს, გოგონა კი საკუთარ სახლში დააბრუნეს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 305 კგ. და 485 გრ. უაქციზო თუთუნი ამოღეს

17 თებერვალი, 2020 , 20:01

14-16 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს და იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებულ

ყალბი 500-ევროიანების გასაღებისთვის ბრალდებულებს 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ

17 თებერვალი, 2020 , 16:35

ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა, გასაღების და გასაღების მიზნით ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვისთვის ბრალდებულებს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

17 თებერვალი, 2020 , 14:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1998 წელს დაბადებული დ.მ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტ

22 ნოემბერს, სუს-თან ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 5 პირს საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა

17 თებერვალი, 2020 , 14:55

22 ნოემბერს, სუს-თან ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 5 პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა. მოსამართლე ივანე ღლონტმა ნიკა პეტრიაშვილი, ბექა პეტრიაშვილი, ბექა ნათელაშვილი, ოთარ ბექაური და თ

პოლიციამ ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

17 თებერვალი, 2020 , 12:30

სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. როგორც „მედიანიუსს“ შსს-დან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა 1993 წ

2018 წელს დოლიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა

15 თებერვალი, 2020 , 15:20

შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, 2018 წელს დოლიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა სამართალდამცველებს ლ.ს.-ს მკვლელ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`