სამართალი
დაკავებულია სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსი თ.კ. დააკავა, - ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ელგუჯა თავბერიძემ ფინანსთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ელგუჯა თავბერიძემ განმარტა, ბრალდებული, პირადი ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად იყო ჩართული ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაში და სააგენტოს ყოფილ თანამშრომელ ლ.დ.-სა და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ახდენდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხების ურთიერთშორის განაწილებას.
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2025 წლის 18 ივლისს, „სასოფლო - სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაცემული გრანტების, ჯამში 826 815 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია 11პირი, მათ შორის ერთ-ერთი ორგანიზატორი - ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ ყოფილი თანამშრომელი ლ.დ.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2021-2024 წლებში, ბრალდებულებმა გრანტების მისაღებად, სხვადასხვა ბენეფიციარის სახელით არაერთხელ მიმართეს ა(ა)იპ -სოფლის განვითარების სააგენტოს და წარუდგინეს ყალბი ინვოისები, სასაქონლო ზედნადებები, ტექნიკის მიღება-ჩაბარების აქტები და აუდიტორული დასკვნები.
წარდგენილი ყალბი დოკუმენტების საფუძველზე,სააგენტომ ბრალდებულებს, მათივე მფლობელობაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე ჩაურიცხა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გამოყოფილი თანადაფინანსების თანხა - 826 815 ლარის ოდენობით.
სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, დაყადაღებულ იქნა ბრალდებულისა და მასთან კავშირში მყოფი პირების სახელზე რიცხული დიდი ოდენობით ქონება და საბანკო ანგარიშები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 180-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით.
სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის სრული ოდენობის დადგენისა და დამნაშავე პირთა წრის გაფართოების მიზნით, ინტენსიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მომავალშიც გაატარებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას“, - განაცხადა ელგუჯა თავბერიძემ.
ბრალდება წარედგინა პირს, რომელიც ლაგოდეხში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ, ვადაგასულ საკვებ პროდუქტებს ვადას უცვლიდა და მათ რეალიზაციას ახორციელებდა - პროკურატურა
22 იანვარი, 2026 , 20:04
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
22 იანვარი, 2026 , 12:47
სამართალდამცველების მიერ თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 88 პირი დააკავეს - შსს
22 იანვარი, 2026 , 12:04
სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი საქონლის რეალიზაციის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დავაკავეთ - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
22 იანვარი, 2026 , 11:55
ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
21 იანვარი, 2026 , 12:30
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
21 იანვარი, 2026 , 11:43


