უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 აგვისტო, 2017 17:55
font-size

დახმარება ვთხოვეთ ამერიკულ სარდლობას ევროპაში - იან კელი

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი ბორჯომის ხეობაში მიმდინარე სახანძრო-სამაშველო სპეცოპერაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, საკონსულომ გააგზავნა მოთხოვნა, რათა ევროპაში განლაგებული ამერიკული სარდლობა ჩაერთოს ხანძრის ჩაქრობაში.

„უპირველეს ყოვლისა, გეტყვით, რომ მქონდა მჭიდრო კავშირი მთავრობასთან გუშინაც და დღესაც. ძალიან რთულია ამ ხანძრის ჩაქრობა. ჩვენ, როგორც პარტნიორ ქვეყანას, გვსურს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს და დავეხმაროთ. გავგზავნეთ მოთხოვნა და დახმარება ვთხოვეთ ამერიკულ სარდლობას ევროპაში, ორგანიზაცია იუესეიდს. ასევე ვიკვლევთ, რითი შეიძლება კიდევ დაგეხმაროთ. ვიცით, რომ მეზობელი ქვეყნები ეხმარებიან საქართველოს ტექნიკით. ჩვენ დავრჩებით მჭიდრო კონტაქტზე. ფიქრითა და ლოცვით მეხანძრეებთან ვართ. ეს ულამაზესი და ჩემი საყვარელი რეგიონია საქართველოში“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა.

შეგახსენებთ, უკვე მესამე დღეა ბორჯომის ხეობაში ხანძარია. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება მოახდინეს, ქარის გამო ხანძრის კერები განახლდა. შექმნილი ვითარების გამო პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ბრძანებით საგანგებო შტაბი შეიქმნა.

ხანძრის ჩაქრობის სპეცოპერაცია დილიდან განახლდა. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, ადგილზე სხვადასხვა უწყების 500-მდე წარმომადგენელი მუშაობს, მათ შორის 300 მეხანძრე-მაშველი.

საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობას ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა უშლის ხელს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თურქეთის ორი ვერტმფრენი უკვე ბათუმშია, ხოლო თვითმფრინავი დღის ბოლოს შეუერთდება სახანძრო-სამაშველო სპეცოპერაციას.

სოფელ დაბას მოსხლეობა კი დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, ცეცხლი 100-200 მეტრითაა დაშორებული მათ საცხოვრებელ სახლებს.

ანა მებურიშვილი

„ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს

16 იანვარი, 2021 , 15:00

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დღევანდელ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს. “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს შემადგენლობა 21-მდე გაიზარდა. პარ

მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 95 წლის იუბილეს ულოცავს

16 იანვარი, 2021 , 11:35

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, მზექალა შანიძეს, დაბადების დღეს ულოცავს. „აკადემიკოსი მზექალა შანიძე იუბილარია, მას 95 წელი შეუსრულდა! ვ

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა

16 იანვარი, 2021 , 11:15

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფ

საქართველოში კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 189 პაციენტი

16 იანვარი, 2021 , 11:15

საქართველოში კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 2 189 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დ

გელათის რესტავრაციისას დაშვებულ ხარვეზებს სწრაფი გამოსწორება სჭირდება - თეა წულუკიანი

15 იანვარი, 2021 , 19:59

ფაქტია, რომ გელათის რესტავრაციისას დაშვებულ ხარვეზებს გამოსწორება სჭირდება, რასაც ჩვენი კომიტეტიც შეუწყობს ხელს, რათა სეზონი, რომელიც ახლა დგას იმერეთში და გამოირჩევა წვიმითა და თოვლით, კიდევ უფრო დამაზიანებელი არ აღმოჩნ

საქართველოში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქეებს პასპორტის ვადა პირველ ივლისამდე გაუხანგრძლივდათ

15 იანვარი, 2021 , 19:35

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქეებს პასპორტის ვადა პირველ ივლისამდე გაუხანგრძლივდათ. „კოვიდ 19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, არსებული ეპიდემიოლოგიური