უკან

პოლიტიკა

3 ნოემბერი, 2017 15:10
font-size

დახმარებას ვთხოვ ქართველ ხალხს, რუსულ ციხეში მე სიკვდილი მელოდება - მიკაელ კადიევი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ქართულმა მხარემ უარი უთხრა დაღესტნელ უფლებადამცველ მიკაილ კადიევს პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე და მისი რუსეთში ექსტრადაციას აპირებს.

ენმ-ის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი და რუსეთის მთავრობა შეთანხმდნენ კადიევის გადაცემაზე. წიკლაურის თქმით, ეს დაუშვებელია, რადგან უფლებადამცველის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.

„საქართველოს დევნილთა სამინისტრომ და სააპელაციო სასამართლომ კავკასიელ უფლებადამცველ მიკაილ კადიევს საბოლოო პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა და ახლა ივანიშვილის მთავრობას ნებისმიერ დროს შეუძლია მიკაილ კადიევის რუსეთში ექსტრადაციის პროცესის დაწყება.

მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციის პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით უმძიმესი მდგომარეობაა და სტრასბურგის სასამართლო არაერთ საქმეში ადასტურებს ადამიანის უფლებათა კონვენციის სერიოზულ დარღვევებს, ასევე, ავტორიტეტული საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები ღიად საუბრობენ რუსეთის ციხეებში ადამიანთა წამებაზე, გაქრობაზე, ჯანმრთელობის შერყევასა და სიკვდილზე.

საქართველოს მთავრობა, რუსეთის მთავრობის წერილზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კადიევს არავითარი საფრთხე არ ემუქრება რუსეთის საპყრობილეში და გეგმავს მის გადაცემას, რაც უტყუარად ნიშნავს გარიგებას ივანიშვილსა და ოკუპანტ ქვეყანას შორის. გავრცელებული ცნობებით კადიევის გადაცემას დაუფარავად მოითხოვდა გრიგორი კარასინიც.

მიკაილ კადიევის რუსეთისთვის გადაცემა ნიშნავს ამ ადამიანის გარდაუვალ დამცირებას, წამებას, ღირსების შელახვასა და სავარაუდო მკვლელობას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაუშვებლად მიიჩნევს მიკაელ კადიევის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადაციას და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ადამიანის სიცოცხლით ვაჭრობა და კოლაბორაციონიზმის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა ოკუპანტ ქვეყანასთან. არ გადასცეთ მიკაილ კადიევი რუსეთს“, - თქვა წიკლაურმა.

თვითონ კადიევმა დახმარების თხოვნით ქართველ ხალხს მიმართა, რადგან ის ხელისუფლებას აღარ ენდობა.

„მე დავკარგე იმედი, მივმართე ყველა სტრუქტურას, თუმცა, უშედეგოდ. აღარ ვენდობი ამ ხელისუფლებას, ამიტომ მივმართავ ქართველ ხალხს. მე უნდა დამაკავონ რუსეთში ექსტრადიციის მიზნით. ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რადგან მომექცევიან ისე, როგორც ჩემს მეგობარს მოექცნენ. Youtube-ზე შეგიძლიათ, ნახოთ მაგომედოვის დაკავების კადრები, სადაც ჩანს როგორ ესვრიან „ფეესბეს“ ნიღბიანი აგენტები მეჩეთთან.

ის ჩემს საქმეზე დააკავეს და ამის შესახებ მე სასამართლოშიც განვაცხადე, მაგრამ დევნილთა სამინისტრო მეუბნება, რომ მას სხვა საქმეზე აკავებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პროკურატურა პირდაპირ ამბობს, რომ მაგომედოვს ჩემს საქმეზე იჭერდნენ. მე მაქვს ყველა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ უდანაშაულო ვარ. თუ დამაკავებენ, რუსულ ციხეში მე სიკვდილი მელოდება, ამიტომ, ვთხოვ ქართველ ხალხს დახმარებას, რომ რამენაირად მოახდინონ გავლენა მდგომარეობაზე“, - აცხადებს კადიევი.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი