უკან

სამართალი

5 ივნისი, 2020 15:15
font-size

დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებაში ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნო.

„სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 5 სექტემბერს, თბილისში, ზღვისუბნის დასახლებაში ი.ა.-მ ძმის მეუღლეს გ.პ.-ს განზრახ მოკვლის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც გ.პ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ ი.ა.-მ გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში ცეცხლი წაუკიდა ავეჯს და სხვადასხვა ნივთებს, რამაც 8710,48 ლარის მატერიალური ზიანი გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ი.ა. 2019 წლის 8 სექტებერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით), 187-ე მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

“მე პოლიტიკური პატიმარი ვარ“ - თელავის საკრებულოს წევრს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

11 ივლისი, 2020 , 15:38

თელავის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს, მიხეილ გრემელაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე თამარ კაპანაძემ ა

ნიკა გვარამია დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება

11 ივლისი, 2020 , 15:10

მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლოში დაიბარეს, სადაც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. მიზეზი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "მთავარის" მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების სერიაა

გიორგი შაქარაშვილის ბიძის განცხადებით, ოჯახის პოზიციაა, „ტოიოტა ქამრის“ მგზავრები, 6-ვე მათგანი ბრალდებული იყოს 109-ე მუხლით

10 ივლისი, 2020 , 17:40

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახის პოზიციაა, „ტოიოტა ქამრის“ მგზავრები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილს გამოედევნენ და დადგა ეს შედეგი, ბრალდებულები იყვნენ სისხლის სამართლის

მირიან ნიკოლაძე - გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და შემდგომ გადააგდეს წყალში

10 ივლისი, 2020 , 17:36

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას, რის შემდეგაც იგი გადააგდეს მდინარეში. როგორც მირიან ნიკოლაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ეტაპზე თავს იკავე

ნიკა გვარამია საგამოძიებო ორგანოში დაიბარეს

10 ივლისი, 2020 , 16:15

ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ გვარამია Facebookის საკუთარ გვერდზე წერს. „კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დამიბარა“, - წერს ნი

ასფიქსია წყალში დახრჩობით - გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი გასაჯაროვდა

10 ივლისი, 2020 , 13:40

გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, -აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.  ,,მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე