უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

3 აგვისტო, 2020 13:20
font-size

დამატებით არც ერთი დეტალი მითქვამს - დავით ქაშიაშვილის გამოკითხვა დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში "შაბათის ფორმულას" წამყვანის დავით ქაშიაშვილის გამოკითხვა დასრულდა. უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ქაშიაშვილმა თქვა, რომ გამოძიებისთვის თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან და მის წყაროსთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ უთქვამს. ამის შესახებ ფორმულანიუსი იტყობინება.

ქაშიაშვილის თქმით, გამოძიებას მისთვის კითხვები არ დაუსვამს.

"დამატებით არც ერთი დეტალი მითქვამს. ვისარგებლე პროფესიული, ალბათ, უფრო ვალდებულებითა და ეთიკით, რადგან არსებობს ძალიან მაღალი საფრთხე წყაროს გამჟღავნებისა. წყარო არის სანდო, გადამოწმებული და არის საგამოძიებო უწყებიდან. კითხვა საერთოდ არ დასმულა, უბრალოდ, მე და ადვოკატმა განვუმარტეთ, რომ ამ მიზეზების გამო, დამატებით ინფორმაციას ვერ გავცემდით. ამის საშუალება რომ მქონოდა, ჩვენსავე რეპორტაჟში მოვყვებოდით. წყაროს მოწოდებული მთელი რიგი საკითხები ეთერში არ ვთქვით", - აღნიშნა ტელეწამყვანმა.

შეგახსენებთ, რომ 1 აგვისტოს, "შაბათის ფორმულამ" საგამოძიებო უწყებიდან სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილმა სამი მაღალჩინოსნის მაკომპრომეტირებელი მასალები მოიპოვა.

2 აგვისტოს კი დავით ქაშიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

საგამოძიებო სამსახური ენზელ მკოიანის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

ენზელ მკოიანის განცხადებების და მის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით, საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გასული დღეების განმავლობაში ენზელ მ

არსებობს ბაჩალიაშვილის აუდიო და ვიდეოჩანაწერები, რომელშიც ის ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე საუბრობს - პროკურორი

18 სექტემბერი, 2020 , 14:45

პროკურორ ამირან გულუაშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მასალებში არსებობს აუდიო და ვიდეოჩანაწერები, რომელშიც ბაჩალიაშვილი ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე საუბრობს. როგორც პროკურორი ამბობს, მასალა ბაჩალი

თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია უნდა იყოს - პროკურატურა

18 სექტემბერი, 2020 , 14:45

პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია უნდა გამხდარიყო. უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ, ქიმიურ, ბიოლოგიურ, ტრასოლოგიური დასკვნებზე, ასევე

რუსთავში პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ორი პირი დააკავა

17 სექტემბერი, 2020 , 16:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ორი პირი - ბ.ბ. და ნ.უ. ქალაქ რუ

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

17 სექტემბერი, 2020 , 15:15

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „სადახლო-საავტომობილო“ და „წითელი ხიდი", არადეკლარირებული მედიკამენტების, სიგარეტისა და სხვადასხვა დასახელების საქონლის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტ

მორაგბის დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს

17 სექტემბერი, 2020 , 10:40

მორაგბე, "შვიდკაცას" კაპიტნის რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. დაკავებულია რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტ