საზოგადოება


დამოუკიდებელი ღონისძიებები არ ჩაატაროთ და დახმარება საგანგებო შტაბს შესთავაზეთ - პრეზიდენტი ბორჯომის ხეობაში ჩასულ მოხალისეებს
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ბორჯომის ხეობაში მიმდინარე ხანძრის ჩაქრობის სპეცოპერაციას გამოეხმაურა. მან ადგილობრივ მოსახლეობას დამშვიდებისაკენ მოუწოდა, რადგან ხანძრის საცხოვრებელ პუნქტებში გადასვლის საშიშროება არ არსებობს.
„მინდა, ვუთხრა მოსახლეობას, რომ დასახლებულ პუნქტებს არ ემუქრება საშიშროება, ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს და ამ მომენტისთვის პანიკის საფუძველი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ოპერატიულად მუშაობენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურები, რომლებიც ინფორმირებულები არიან ხანძრის გავრცელების შესახებ. ასევე ოპერატიულად მუშაობს მედია, რომელიც როგორც ადგილობრივებს, ასევე მთელ ქვეყანას აწვდის ინფორმაციას და მადლობა 24-საათიანი ჩართულობისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა დღევანდელ ბრიფინგზე.
გიორგი მარგველაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა პროცესში მონაწილე მეხანძრე-მაშველებს. მან მოუწოდა მოხალისეებს, რომლებიც ადგილზე ჩავიდნენ, სიფრთხილისაკენ და ურჩია, დამოუკიდებლად არ იმოქმედონ და თავიანთი დახმარება საგანგებო შტაბს შესთავაზონ.
„მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მეხანძრე-მაშველებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს დღეებია, გმირულად ებრძვის ხანძარს. ამასთან ერთად მინდა, აღვნიშნო, რომ მობილიზებულია როგორც სახელმწიფოს რესურსი, ასევე მეზობელი ქვეყნების, რისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან, რომლებიც სტიქიის ლიკვიდაციაში გვეხმარებიან. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესშია ჩართული. ძალიან მაღალი კოორდინაციაა: პრემიერ-მინისტრი და მინისტრები იმყოფებიან ადგილზე და ამ უბედურების გამკლავების პროცესში არიან ჩართული. მინდა, მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, ვინც აქტიურადააა ჩართული. მოხალისეებს მინდა, ვთხოვო, არაფრის დიდებით, დამოუკიდებელი ღონისძუიებები არ განახორციელონ, თავიანთი დახმარება შესთავაზონ იმ შტაბს, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და დახმარება ამ შემთხვევაში იქნება ეფექტური და მადლობთ თქვენი სამოქალაქრო ორგანიზებისთვის“, - თქვა პრეზიდნეტმა.
უკვე მესამე დღეა ბორჯომის ხეობაში ხანძარია. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება მოახდინეს, ქარის გამო ხანძრის კერები განახლდა. შექმნილი ვითარების გამო პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ბრძანებით საგანგებო შტაბი შეიქმნა.
ხანძრის ჩაქრობის სპეცოპერაცია დილიდან განახლდა. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, ადგილზე სხვადასხვა უწყების 500-მდე წარმომადგენელი მუშაობს, მათ შორის 300 მეხანძრე-მაშველი.
ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
დღეს საქართველოში გლოვის დღეა
10 აპრილი, 2021 , 10:40
უკიდურესად დესტრუქციული ძალები მოქმედებენ წესების გარეშე და ემსახურებიან ყველაფრის ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდების ძალიან საშიშ ამოცანებს - „საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების ინიციატორები
9 აპრილი, 2021 , 14:40
ვხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება უწმინდესზე, ოჯახზე, სტუმარზე, ისტორიასა და ტრადიციაზე - გია გაჩეჩილაძე
9 აპრილი, 2021 , 14:40

გთხოვთ, რომ სიჩუმით, სიდინჯით და ერთიანობით პატივი ვცეთ ამ დღეს - სალომე ზურაბიშვილი
9 აპრილი, 2021 , 12:45

ჩემს გატაცებაზე ბრძანება კვირიკაშვილმა ნამდვილად გასცა, თუმცა ის ვერ იზამდა ამას ივანიშვილის ბრძანების გარეშე - აფგან მუხთარლი
9 აპრილი, 2021 , 12:32

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 430, სამეგელო-ზემო სვანეთში - 91, აჭარაში - 62
9 აპრილი, 2021 , 11:20