უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 ოქტომბერი, 2018 16:10
font-size

დამოუკიდებელი კანდიდატი, მიუხედავად იმისა, რომ აღარაა საფრანგეთის მოქალაქე, ის ქალბატონია და ცოტა შეწუხებული ვარ, თუ რა ფორმით მიმართავს მას ზოგიერთი ადამიანი - საფრანგეთის ელჩი საქართველოში

„დამოუკიდებელი კანდიდატი, მიუხედავად იმისა, რომ აღარაა საფრანგეთის მოქალაქე, ქალბატონია და შეწუხებული ვარ, თუ რა ფორმით მიმართავს მას ზოგიერთი ადამიანი“, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე და ასევე, მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

საფრანგეთის ელჩმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მისი კომენტარი მედიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა დაამახინჯა.

„მე ინტერვიუ ჩამომართვეს მედიის წარმომადგენლებმა და ზოგიერთმა მათგანმა დაამახინჯა ჩემი სიტყვები, ან არასწორად გაიგო ჩემი ნათქვამი. საფრანგეთისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიცია არის ის, რომ ჩვენ, როგორც ელჩები, თვალყურს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ეს ჩვენი მოვალეობაა.

„ომეგას“ საქმე ძალიან ბევრ ხმაურს იწვევს და რასაც ჩვენ ველოდებით, არის ის, რომ კვალიფიკაცია მიეცემა ამ საქმეს, იმისათვის, რომ ყველა დელეგაციამ, რომელიც აქ იმყოფება, განსაზღვროს თავისი პოზიცია მოცემულ სიტუაციაში.

მეორეს მხრივ ჩემი, როგორც ფრანგის პირადი შეხედულებაა, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი, მიუხედავად იმისა, რომ აღარაა საფრანგეთის მოქალაქე, ის ქალბატონია და მე ცოტა შეფიქრიანებული ვარ და ცოტა შეწუხებულიც იმის გამო, თუ რა ფორმით მიმართავს მას ზოგიერთი ადამიანი.

ვფიქრობ, რომ ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, მაშინაც კი, როცა საარჩევნო ბრძოლა პიკშია, საჭიროა ერთმანეთის მიმართ პატივისცემის შენარჩუნება, დემოკრატია სწორედ ასე მუშაობს და მე იმედი მაქვს, რომ საპრეზიდენტო კამპანია სწორედ ამ სულისკვეთებით წარიმართება და რომ პოლიტიკოსები იდებატებენ იმის შესახებ, თუ რა უნდათ მათ საქართველოსთვის, ხალხისთვის, საქართველოს მომავლისთვის და თავს შეიკავებენ პირადული თავდასხმებისგან“, – განაცხადა პასკალ მენიემ.

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:51

უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას. თუ პროცესები არსებული ტემპით გაგრძელდება, არაერთ ევროპულ ქვეყანაში ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან მალე უმცირესობით იქნება წარმოდგენილი, - ამი

ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად, ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია - მიხეილ სააკაშვილი

25 აპრილი, 2024 , 13:21

ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია, რომელიც მოიყვანს პროფესიონალებს მთავრობაში და იმ ხალხს, ვინც შეიძლება პოლიტიკაში აქტიურად  არ არის, მაგრამ შეუძლია ქვეყნის უკეთესობისკენ წაყვანა, "-  ამის შესახებ საქართველოს მესამე

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“

25 აპრილი, 2024 , 11:11

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობისა და ქრისტიანების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, ხოლო სქესობრივ ცხოვრებას არავითარი მორალური ზღვარი არა აქვს. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელმაც იცის საკუთარი სუვერენიტე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი