უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

13 მარტი, 2018 13:25
font-size

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ისტორიულ მაქსიმუმზეა - დიმიტრი ქუმსიშვილი

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 2017 წელს, რომელიც 2016 წლის მონაცემს 16 პროცენტით აღემატება, ისტორიული მაქსიმუმია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორზე, როგორიცაა რეინვესტირების ზრდა, რომელმაც წინა წელთან შედარებით 129-პროცენტიანი მატება აჩვენა და 700 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. „პირველ რიგში, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ესტონური მოდელი, რომელიც 2017 წლის პირველი იანვრიდან დაინერგა, რეალურად მუშაობს. გასულ წლებში საშუალოდ რეინვესტირება ქვეყანაში დაახლოებით 300 მლნ დოლარის ფარგლებში ხორციელდებოდა. შესაბამისად, სხვაობა 2017 წლის მაჩვენებელთან, არის ის თანხა, რომელიც ჩვენი ქვეყნიდან შეიძლებოდა გასულიყო. კომპანიებმა, რომლებმაც მოგება ნახეს, მიიღეს გადაწყვეტილება, მოგება საქართველოში დატოვებინათ და მოეხდინათ რეინვესტირება, შეექმნათ ახალი სამუშაო ადგილები,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

„რატომ არის სასიხარულო ინვესტიციები? მას მოყვება ცოდნა, ინოვაციები, ახალი სამუშაო ადგილები და სწორედ ამ მიმართულებით არის სასიხარულო ყოველთვის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინვესტიციების ზრდაზე. ეს არის პირდაპირი ასახვა ჩვენს საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის შემცირებაზე, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ვალუტის სტაბილურობას,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„ჩვენ ვართ რეკორდულ მაქსიმუმზე. ამ რეკორდული მაქსიმუმიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი რეფორმები მუშაობს. რეფორმა რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ახლა იკრებს ინერციას. როგორც გათვლილი გვქონდა, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ეს რეფორმა გაცილებით მეტ გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე და კუმულატიურად ჩვენ დიდ ეფექტს მივიღებთ როგორც სამუშაო ადგილების შექმნაში, ასევე ეკონომიკურ ზრდაში,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეროვნული ბანკი `ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების` ფინალისტად მეორედ დასახელდა

21 ივნისი, 2018 , 12:20

საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წლის ფინანსური ჩართულობის გლობალურ დაჯილდოებაზე (Global Inclusion Awards) "ქვეყნის ჯილდოს" კატეგორიაში ფინალისტად მეორედ დასახელდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსური ჩართუ

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

21 ივნისი, 2018 , 09:00

20 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4573 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4561 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში - 0. 0012 თეთრი შეადგინა.  გამ

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

20 ივნისი, 2018 , 17:40

20 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4573 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4561 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში - 0. 0012 თეთრი შეადგინა. გამყარდა

ისრაელური ინვესტიციით ახალი საწარმო ამოქმედდა

20 ივნისი, 2018 , 17:40

პირველად საქართველოში, ქარელის რაიონის სოფელ ქვენატკოცაში ისრაელური ინვესტიციით გაიხსნა ხილის გაყინვის საწარმო GlenBerries, რომელიც ქართულ ხილს ევროპასა და ისრაელში ექსპორტზე გაიტანს. საწარმოში ინვესტირებულია 2 მილიონი დ

ჭარბვალიანობა დღეს ახრჩობს ქვეყანას - მამუკა ბახტაძე

20 ივნისი, 2018 , 16:50

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის თქმით, ჭარბვალიანობა დღეს ახრჩობს ქვეყანას და ის ადამიანებს სრულფასოვანი ეკონომიკური ცხოვრების საშუალებას არ აძლევს. როგორც ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით

ინვესტიციების დაცვის ახალი ფორმატი

20 ივნისი, 2018 , 16:05

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ინიციატივით, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში გერმანიის ბიზნეს ასოციაციის, პოლონურ-ქართული სავაჭრო პალატის, საქართველოს ისრაელის ბიზნეს პალატის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალ

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან