უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 მარტი, 2018 17:15
font-size

დამსაქმებელთა ასოციაცია ბიზნეს სექტორს შრომის უსაფრთხოების აუთსორსინგს სთავაზობს

ბიზნეს სექტორში არსებულ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემების საპასუხოდ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ შეიმუშავა სერვისების ახალი პაკეტი - შრომითი ურთიერთობებისა და შრომის უსაფრთხოების აუთსორსინგი.

აღნიშნულთან დაკავშირებით დამსაქმებელთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.

,, სიახლე, რომელსაც დამსაქმებელთა ასოციაცია ბიზნეს სექტორს სთავაზობს განსაკუთრებით საინტერესო იქნება მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, ვინაიდან ისინი, როგორც წესი, არ ფლობენ შესაბამის მატერიალურ და ადამიანურ რესურსს საწარმოს შიდა რისკებთან გასამკლავებლად.

დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მიშა კორძახია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით TV პირველზე „საქმიან დილაში“ საუბრისას აღნიშნავს: „მცირე და საშუალო ბიზნესს აღნიშნული სერვისით სარგებლობა დაეხმარება ისეთი რისკების აცილებაში, როგორებიცაა 100 ლარიდან 50000 ლარამდე ჯარიმა და მათ შორის კომპანიის საქმიანობის შეჩერება, რაც თავის მხრივ დიდი დარტყმა იქნება როგორც ფინანსური, ასევე იმიჯის თვალსაზრისით.“

აუთსორსინგის სერვისების პაკეტი 5 კომპონენტს მოიცავს, რომლებიც ერთიანობაში უზრუნველყოფს კანონმდებლობისა და თანამედროვე სამეწარმეო მენეჯმენტის სტანდარტების დაცვით საწარმოში რისკების პრევენციისა და მასთან გამკლავების პოლიტიკის შემუშავებას, რაც აისახება კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობასა და შრომის ინსპექციასთან ურთიერთობაში.

შემუშავებული პაკეტი შემდეგ კომპონენტებს მოიცავს:

შრომითი ურთიერთობები;
შრომის უსაფრთხოება;
გარემოსდაცვითი რეგულირება;
ადამიანური რესურსის მართვა და განვითარება;
მესამე პირებთან ურთიერთობის სამართლებრივ კონსულტირებას.

დაინტერესეუბული კომპანიებისთვის მათი საჭიროებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით დამსაქმებელთა ასოციაცია შეიმუშავებს ინდივიდუალურ სამომსახურებო პაკეტებს.

ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია და გამოცდილება გააჩნია კომპანიებისთვის ზემოთ ჩამოთვლილი თემების შესაბამისი ისეთი სერვისების შეთავაზების მიმართულებით, როგორებიცაა აუდიტი, კონსულტირება, ტრენინგები და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა“, - ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი