უკან

საზოგადოება

22 ნოემბერი, 2017 12:55
font-size

დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი დაკავებულია, მიმდინარეობს მათი ვინაობის სრული იდენტიფიკაცია - ნინო გიორგობიანი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს ერთი პირის დაკავება მოხერხდა, ხოლო დანარჩენების ვინაობის დადგენა ამ დრომდე მიმდინარეობს.

წინასწარი ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და შედიან ტერორისტულ ორგანიზაციაში.

„სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანარჩენი პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სპეცოპერაცია. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ოპერაციის საწყის ეტაპზე აწარმოებდა მათთან მოლაპარაკებებს სამართალდამცავეებისთვის ჩაბარების თაობაზე, რაზეც მათ უარი განაცხადეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ცეცხლი გახსნეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. სროლის შედეგად სუს-ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი დაიჭრა. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული პირების ვინაობის სრული იდენტიფიკაცია, მათი სავარაუდო დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია იმ კორპუსის სადარბაზოდან, სადაც უშუალოდ მიმდინარეობდა სპეცოპერაცია და მიმდებარე ტერიტორიიდან. სპეცოპერაციის დროს ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის მიყენებული ზარალი მათ სრულად აუნაზრაურდებათ. სუს-ი საზოგადოებას მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ განახლებულ ინფორმაციას მოვლენათა განვითარების შესაბამისად მიაწვდის.

მოსახლეობას მოვუწოდებთ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან და დაემორჩილონ სამართალდამცავთა მითითებებს“, - თქვა გიორგობიანმა ბრიფინგზე.

ანა მებურიშვილი

საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

31 მაისი, 2020 , 11:00

26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი. ამ დროისთვის, საქართველოში კო

მიკროავტობუსების საკითხი გასაკონტროლებელია - ამირან გამყრელიძე

30 მაისი, 2020 , 16:34

"მოვუწოდებ ყველას, რომ პანიკას ნუ მიეცემიან, მაგრამ საჭირო და აუცილებელია ყველა წესის გათვალისწინება. ამუშავდა მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი - საზოგადოებრივი ტრანსპორტი,” - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ე

„პროფესიული განათლება ბიზნესისთვის კოვიდ-19-ის შემდეგ” - ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა გაიმართა

30 მაისი, 2020 , 16:15

ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა „პროფეს

მთავრობამ სპორტსმენებისთვის დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა

30 მაისი, 2020 , 15:41

პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ახალი კლასტერი არის საბურთალოზე და მისი კვლევა მიმდინარეობს - ამირან გამყრელიძე

30 მაისი, 2020 , 15:00

გიდასტურებთ, რომ ეს კლასტერი გახლავთ საბურთალოზე და გიდასტურებთ იმას, რომ მიმდინარეობს ამ კლასტერის, როგორც ინფიცირებულის ყველა კონტაქტის კვლევა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,

ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება განაახლა

30 მაისი, 2020 , 14:47

დედაქლაქის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ უძველეს ბაზარში, ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობითა და ისნის რაიონის გამგეობის ჩართულობით, მასშტაბური სარ