უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 სექტემბერი, 2017 14:25
font-size

დანაშაულის პრევენციის ცენტრის აჭარის რეგიონის მოხალისეებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა აჭარის რეგიონის მოხალისეებს შეხვდა და სერტიფიკატები გადასცა. შეხვედრა ბათუმის იუსტიციის სახლში გაიმართა.

პროგრამის მიზანია ახალგაზრდებში მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება. ბათუმში სერტიფიკატი 50-მდე მოხალისეს გადაეცა. როგორც თათია ხოჭოლავამ განაცხადა, დღეიდან ყველა იუსტიციის სახლის მოხალისე სერტიფიკატს ეტაპობრივად მიიღებს. „მოხალისე“ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და სსიპ „იუსტიციის სახლის“ ერთობლივი პროგრამაა, რომელიც იუსტიციის სახლებში 2014 წლიდან მიმდინარეობს. 2017 წელს პროგრამაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 617 ახალგაზრდა ჩაერთო.

პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს 14-21 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მოქალაქეების მიღებაში მოხალისეობრივ საწყისებზე ეხმარებიან. თავდაპირველად ახალგაზრდებს უტარდებათ იუსტიციის სახლის მომსახურებებისა და სერვისების შესახებ ტრენინგი, ეცნობიან მოხალისეების უფლება-მოვალეობებს, რის შემდეგაც ერთი თვის განმავლობაში ყოველკვირეულად მოხალისეობრივ საქმიანობაში ერთვებიან.

2014-2017 წლებში პროგრამაში 2 ათასზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება და შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა.

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე 20-მდე სახანძრო ჯგუფი მუშაობს

18 თებერვალი, 2018 , 22:58

წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ხანძარია. ცეცხლი შენობის სახურავს მოედო. ადგილზე 20 მდე სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული. პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან

დაცული ტერიტორიების რეინჯერების დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი დააფინანსებს

18 თებერვალი, 2018 , 14:46

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ ჯიაკომინიმ დაზღვევის საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების მთავარ მიზანს რეინჯე

გიორგი ტყემალაძის ინიციატივით, სამგორის ხუთი დასახლების მოსახლეობა პენსიის აღებასა და გადასახადების გადახდას ადგილზე შეძლებს

18 თებერვალი, 2018 , 14:29

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ტყემალაძის ინიციატივით და „ლიბერთი ბანკის“ ახალი მენეჯმენტის მხარდაჭერით, სოფელ ნასაგურში, წინუბანში, დიდი და პატარა ლილოს დასა

დღეს მიტევების კვირაა, მსურს გადმოგცეთ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა და მილოცვა - მეუფე შიო

18 თებერვალი, 2018 , 14:12

პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს მიტევების კვირასთან დაკავშირებით პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და მილოცვა გადასცა. ამის შესახებ 1tv წერს. მეუფე შიომ ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა

რაც ბევრს ილაპარაკებს რობაქიძის საქმეზე გურამ დონაძე, ძალიან ბევრ შეცდომას დაუშვებს - ზაზა (ზურაბ) ბაქრაძე

17 თებერვალი, 2018 , 17:35

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ გურამ დონაძის დღევანდელ განცხადებას უპასუხა. დონაძემ ბაქრაძე ტყუილში დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, კრიმინალური პოლიც

ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე არეალში არსებული ისტორიული შენობების სრული რეაბილიტაცია ორ კვირაში დაიწყება

17 თებერვალი, 2018 , 17:15

თბილისის მერი კახა კალაძე ლადო გუდიაშვილის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც გუდიაშვილისმოედნისრეაბილიტაციისბოლო ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია ადგილზე მოისმინა და მიმდებარედ არსებული სარეაბილიტაციო შე