პოლიტიკა
დანია საქართველოსა და უკრაინას რეფორმების მხარდასაჭერად ფულად დახმარებას გამოუყოფს
დანია უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში საქართველოსა და უკრაინას 860 მილიონ კრონს (142 მილიონ დოლარდე) გამოუყოფს.
ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Kamikposten-ი ავრცელებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდერს სამუელსენი 20-23 თებერვალს უკრაინასა და საქართველოს ეწვევა.
როგორც გამოცემა წერს, დიპლომატის ვიზიტი ამ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთის ზეწოლას განიცდიან, რეფორმების მხარდასაჭერად ხორციელდება.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინასა და საქართველოსთვის მეზობლობის ახალ პროგრამას აამოქმედებს. პროგრამის თანახმად, დანია ამ ქვეყნებში რეფორმების მხარდასაჭერად უახლოეს ხუთი წლის განმავლობაში 860 მილიონ კრონს გამოყოფს.
„ჩემი ვიზიტი უკრაინასა და საქართველოში, უპირველეს ყოვლისა, მეტყველებს იმაზე, რომ დანია უპირობოდ უჭერს მხარს ორ ქვეყანას, რომელიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის და სადაც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ღირებულებებისა და ინტერესებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს“, – განაცხადა ანდერს სამუელსენმა.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ რუსეთის ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გასაწევად საქართველომ და უკრაინამ დემოკრატიული რეფორმები უნდა გაატარონ.
„არსებობს ორი ქვეყანა, რომელსაც სურს ევროპული ღირებულებების საფუძველზე განვითარდეს, თუმცა რუსეთი სამხედრო აგრესიის გზით და სხვა ხერხებით მათ დაბრკოლებას ცდილობს და ცდილობს, არ მისცეს საშუალება ამ ქვეყნებს, რომ თავად აირჩიონ განვითარების კურსი. ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთის აგრესიაზე საუკეთესო პასუხი რეფორმებია“, – აცხადებს სამუელსენი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

