უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 მარტი, 2018 17:20
font-size

დანიაში საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროში გატარებული რეფორმები სამაგალითოდ შეაფასეს

დანიაში საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული რეფორმები სამაგალითოდ შეაფასეს. ამის შესახებ კოპენჰაგენში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ღონისძიებაზე ითქვა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა მონაწილეობით, წამების პრევენციის კომიტეტის (CPT), წამების საწინააღმდეგო ინიციატივის კონვენციისა (CTI) და წამების საწინააღმდეგო დანიური ინსტიტუტის (DIGNITY) მხარდაჭერით დანიის დედაქალაქში მიმდინარეობს.

სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, ელენე ბერაძემ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პროაბციის სფეროში გატარებული რეფორმებისა და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის, ან დასჯის წინააღმდეგ. „საქართველოში წამების წინააღმდეგ დაკავშირებით გატარებული რეფორმები სამაგალითოა“, - აღნიშნა დანიის ადამიანის უფლებათა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ტერეზა რიტერმა.

ღონისძიება წამების პრევენციის კომიტეტის პრეზიდენტმა, მიკოლა გნსატოვსკიმ და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდერს სამუელსენმა გახსნეს. მოწვეულ ექსპერტთა მიერ განხილული იყო წამების პრევენციის მექანიზმთა აუცილებლობა და მათი ეფექტიანობა. მოხსენებები შეეხო წამების პრევენციის მიზნით, სისხლის სამართლის სისტემაში გატარებულ ზომებს, მათ შორის სასამართლო, საგამოძიებო, პროკურატურისა და გასაჩივრების მექანიზმებს, კერძოდ, წამების პრევენციის მიმართულებით არსებულ სამართლებრივ გარანტიებს.

არ მივცემთ 21-ე საუკუნის ფეოდალს იმის საშუალებას, რომ ეს ქვეყანა მიიტაცოს - ზაალ უდუმაშვილი

29 ოქტომბერი, 2020 , 18:39

ყველა ვხედავთ, როგორ ინგრევა სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელიც ასე იყო ნაშენები წლების განმავლობაში. ეს იმიტომ, რომ ერთმა კაცმა სახელმწიფოს მიტაცება გადაწყვიტა, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, ჩვენ ღირსეული ქვეყნის ღირსეული შვილე

კობიაშვილი, სუბარი, ქადაგიშვილი - თუ რომელიმე ვერ მოიგებს, წავალ პოლიტიკიდან - ირაკლი კობახიძე

29 ოქტომბერი, 2020 , 17:40

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია მთავარ არხს გაყალბებული მონაცემების გაშუქებაში ადანაშაულებს. საუბარია იფსოსის კვლევის შედეგებზე, რომელსაც კობახიძე არ ცნობს და მორიგ ტყუილს

მზად ვართ ეკონომიკური, კრიმინოგენული და კორონა კოლაფსიდან ქვეყანა ვიხსნათ - გიორგი ვაშაძე

29 ოქტომბერი, 2020 , 17:25

"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა და მხარდაჭერებს სამომავლო გეგმებსა და არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობაზე ისაუბრა. ვაშაძის განცხადებით, მისი მთავარი ამოცანა ქვეყნის აღმშენ

გიორგი გახარია - არჩევანი, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ 31 ოქტომბერს, განსაზღვრავს წლების განმავლობაში საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას

29 ოქტომბერი, 2020 , 15:45

ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის აღმშენებლობა და ყველა უნდა შევეგუოთ, იმ გამოწვევების პირობებშიც, როგორიც არის პანდემია, ვირუსი, როდესაც ჩვენ კამპანიის ჩატარებაც გვიწევს პირბადეებით, ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ და გავია

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების დღესთან დაკავშირებით დესტრუქციული გეგმები აქვს

29 ოქტომბერი, 2020 , 13:45

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების დღესთან დაკავშირებით დესტრუქციული გეგმები აქვს. კობახიძის თქმით, მათ შორის იგეგმება ერთი და იგივე საკითხებზე სხვადასხვა წარმო

მინდა, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოვუწოდო მეტი პასუხისმგებლობისკენ, ერთად დავიცვათ წესები - გიორგი გახარია

29 ოქტომბერი, 2020 , 10:55

როგორც ყველანი ერთად თვალყურს ვადევნებთ, მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება, განსაკუთრებით, ეს აშკარაა და სახეზეა ევროპაში. ჩვენთანაც, ქვეყანაში, სამწუხაროდ ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა ყველას მოგეხ