უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

17 დეკემბერი, 2017 11:34
font-size

დანიის ბიზნეს აკადემიაში საქართველოს სტარტაპების სისტემასა და ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრეს

დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიგი გიგიაძემ მონაწილეობა მიიღო კოპენჰაგენის ბიზნეს აკადემიაში მეწარმეობისა და ინოვაციების საერთაშორისო ინიციატივის Creative Business Cup Danmark-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში „All Stars 2017“.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსიები ახალდაფუძნებულ სტარტაპებსა და მსხვილ კომპანიებს შორის ინოვაციური თანამშრომლობის, საერთაშორისო ინვესტიციისა და დაფინანსების მოზიდვის და კომოპანიების საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრების საკითხებზე.

სადისკუსიო პანელზე, საქართველოს ელჩმა გიგი გიგიაძემ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ წარმატებებსა და ქვეყანაში არსებულ ბიზნეს-გარემოზე, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე რომელთა მიზნებსაც საქართველოში ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება, ინვესტიციების ხელშეწყობა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარება წარმოადგენს. საუბრისას, ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტურიზმისა და სატრანზიტო შესაძლებლობებზე, ასევე ქვეყანაში მიმდინარე ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პროექტებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტარტაპების სისტემას და იმ საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებობს.

დისკუსიებში ასევე მონაწილეობდნენ დანიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (Dansk Erhvervv) და დანია-გერმანიის (Dansk-Tysk Handelskammer) სავაჭრო პალატის, დანიის ინოვაციებისა და საინვესტიციო ცენტრისა (Innovation Centre Denmark/Invest in Denmark) და დანიური და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი