უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

22 იანვარი, 2020 13:50
font-size

`დანის პირზე დავადე ხელი...` - დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული სასჯელის შეცვლას ითხოვს

ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძე სასჯელის შეცვლას ითხოვს.

ინფორმაცია უზენაეს სასამართლოში ჟურნალისტებს ადვოკატმა მიაწოდა.

რამაზ ჩინჩალაძის თქმით, დაცვის მხარე დადუნაშვილის ეპიზოდს, ხოლო ბრალდების მხარე დავით სარალიძის ეპიზოდს ასაჩივრებს.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ გუგა ბარბაქაძემ ლევან დადუნაშვილს ჭრილობა მიაყენა, თუმცა, წელის არეში და არასასიკვდილო.

„მე ვითხოვ სასჯელის არა გაუქმებას, არამედ სასჯელის შეცვლას, რაც სამართლებრივად გულისხმობს იმას, რომ გ.ბ.-ს დადუნაშვილისთვის მიყენებული აქვს კონკრეტული ჭრილობა წელის არეში. ამას არც თავიდან უარვყოფდით. ამის დასამტკიცებლად, რომ მხოლოდ ეს ჭრილობა არის მიყენებული და არა სასიკვდილო ჭრილობა, ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს. მათ შორის, ფარული ჩანაწერი, რაც სარწმუნოდ მიაჩნია ბრალდების მხარეს და მეც დავეთანხმები, სადაც გ.ბ. ამბობს, რომ დანის პირზე დავადე ხელი, რომ ჩემ მიერ მოქნეული დანა ღრმად არავის მოხვედროდაო. ეს არ არის მხოლოდ ფრაზები, ეს დადასტურებულია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნით, სადაც გ.ბ.-ს ნამდვილად მარჯვენა ხელის მეორე თითზე აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მართლაც ხელი დანაზე ჰქონდა მოკიდებული. არსებობს კონკრეტული მოწმის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ მან დაინახა დანა, რომელიც ვერცხლისფრად პრიალებდა, საქმეში კი ნივთმტკიცება შავი ფერისაა“, - განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

27 მარტი, 2024 , 12:46

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ქობულეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავა

22 მარტი, 2024 , 11:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, აჭარის, კახეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მ

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი ამხილა

22 მარტი, 2024 , 10:56

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის

21 მარტი, 2024 , 11:16

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღ

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა - SJC

20 მარტი, 2024 , 14:53

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა, - ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებ

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ქმედების იძულების ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

20 მარტი, 2024 , 11:27

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე დაკავებულია 17 წლის არასრულწლოვანი. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი