უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 ნოემბერი, 2020 16:30
font-size

დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ წინ აღვუდგეთ ინფექციას და მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას - ამირან გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსის ე.წ. შეფასებითი მაჩვენებელი გამოვლენილზე ორჯერ მეტია, თუმცა, საბედნიეროდ ინფიცირებულთა ეს ნაწილი უსიმპტომოა, ან მათთან დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, საქართველო კორონავირუსის გავრცელების პიკში შევიდა და სწორედ ახლა მნიშვნელოვანია ზომების უფრო გამკაცრება და შემზღუდველი ღონისძიებების გაფართოება.

„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვმერყეობთ 3 000-დან 4 000-მდე. გვქონდა 4 000-ზე ოდნავ მეტიც. დღეს გვაქვს 3 071, გუშინაც 3 000-ზე ცოტა მეტი იყო. თუ სადღესასწაულო დღეებში და შაბათ-კვირას ჩვენ გვივარდება ხოლმე ტესტირების მაჩვენებელი, რადგან ნაკლები ადამიანი მიდის გამოსაკვლევად, გუშინ, 24 საათში ტესტირების ჩვეულებრივი ყოველდღიური მაჩვენებელი გვქონდა – 10 031 „პისიარი“ იყო გაკეთებული და 3 783 ანტიგენ ტესტი ქვეყანაში.

აქედან დაახლოებით 2 232 იყო „პისიარ“ დადებითი და სადღაც 839 ანტიგენ დდებითი. ვმერყეობთ ამ ფარგლებში და ჩვენ უკვე რამდენჯერმე განვაცხადეთ, რომ გარკვეულად პიკში შევედით, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს არის ის, რაც დასტურდება ლაბორატირულად. ადამიანებიდან, ვინც მიდიან გამოსაკვლევად, მათ შორის ყველაზე მეტი არის სიმპტომებიანი, სადღაც 70-75 პროცენტი, შემდეგ კონტაქტები, სამედიცინო პერსონალი, საერთო დადებითების 5-6 პროცენტის ფარგლებში.

სიეტლში ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასებების ინსტიტუტის მონაცემების და პროგნოზირების ციფრების მიხედვით, ჩვენ ამ ეტაპზე ვავლენთ დაახლოებით 40-დან 50 პროცენტამდე ინფიცირებულს.

ანუ, არიან სხვა ადამიანები, ვისაც აქვთ. არა დადასტურებული, არამედ ე.წ. შეფასებითი მაჩვენებელი ორჯერ მეტია, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ხალხი არის ძირითადად მსუბუქი სიმპტომების ან საერთოდ უსიმპტომო. ანუ ჩვენ პიკში შევედით და აღმასვლა გაგრძელდება, თუ არ მივიღეთ გარკვეული გამკაცრებული ზომები, თუ არ გავაფართოვეთ და უფრო არ გავამკაცრეთ ზომები.

მაგრამ, არა მარტო გამკაცრებული მექანიზმები, ერთი მხრივ უნდა იყოს ღონისძიებების გამკაცრება, მეორე მხირვ ტესტირების მეტი ხელმისავწდომობა, მეტი მზადყოფნა პირველადი ჯანდაცვის სექტორში, ინფიცირებულთა დაახლოებით 85 პროცნეტის მართვა ოჯახის ექიმების მიერ. ანუ, ჩვენ პიკში შევედით და ამიტომაც უნდა გამკაცრდეს ღონისძიებები, ვფიქრობ, ხვალ გამოცხადდება.

ახლაც სერიოზული განსჯა იყო საკოორდინაციო საბჭოზე, როგორი, რანაირი მიდგომით იყოს ეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს ეკონომიკურ სფეროს და ადამიანის შემოსავლებს. ანუ, დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ ერთი მხრივ, წინ აღვუდგეთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას და უფრო მაღალ მაჩვენებლებზე ასვლას, ასე ვთქვათ, დავამუხრუჭოთ ინფექციის გავრცელება, მეორე მხრივ რაც შეიძლება მინიმალურ ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას. ვფიქრობ, ხვალ მოხდება გადაწყვეტილებების დეკლარირება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი