უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

6 დეკემბერი, 2018 12:40
font-size

„დანკინი” საქართველოში უკვე 24 რესტორნით არის წარმოდგენილი

„ვისოლ ჯგუფმა“ ბათუმის ცენტრში, აბაშიძის ქუჩა #9-სა და სავაჭრო ცენტრ “მეტრო სითიში” „დანკინის“ ორი ახალი რესტორანი გახსნა. შესაბამისად, აჭარაში ლეგენდარული ამერიკული ბრენდის უკვე სამი რესტორანია წარმოდგენილი. პირველი „დანკინის“ რესტორანი შავიზღვისპირეთში გასული წლის სექტემბერში გაიხსნა და ლეგენდარული ამერიკული ბრენდი მთელს საქართველოში უკვე 24 რესტორნით იქნება წარმოდგენილი.

„ჩვენთვის საამაყოა ის ფაქტი, რომ მხოლოდ სამ წელიწადში შევძელით საქართველოში ლეგენდარული ამერიკული ბრენდის „დანკინის“ რესტორნების ფართო ქსელის შექმნა. „დანკინი“ საქართველოში ყავისა და ყავის პროდუქტების რესტორნების ინდუსტრიაში უდაო ლიდერია და კომპანიის პოზიცია კიდევ უფრო გამყარდება 2019 წელს. კომპანიის გაძლიერებაში ასევე მნიშვნელოვან როლს შეიტანს ის გადაწყვეტილება, რომელიც ამერიკაში ამა წლის სექტემბერში კომპანიის რებრენდინგთან დაკავშირებით მიიღეს. კერძოდ, მთელ მსოფლიოში “დანკინ დონატსის” რესტორნები 2019 წლიდან “დანკინის” ბრენდით იქნებიან წარმოდგენილები”, - აცხადებს „დანკინის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

აღსანიშნავია ის, რომ რებრენდინგის შემდეგ საქართველოში უკვე ახალი ბრენდის ქვეშ - “დანკინის” პირველი რესტორნები ქ. ბათუმში გაიხსნა. დეკემბრის მეორე ნახევარში ქ. თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე გაიხსნება “დანკინის” კიდევ ერთი რესტორანი. როგორც ახალი რესტორანი ლესელიძის ქუჩაზე, ასევე ყველა რესტორანი, რომელიც მომავალში გაიხსნება იფუნქციონირებს „დანკინის” ბრენდის ქვეშ. ის რესტორნები კი, რომლებიც დღეისათვის “დანკინ დონატსის’ ბრენდის ქვეშ ფუნქციონირებენ უახლოეს პერიოდში “დანკინის” ბრენდის ქვეშ დაიწყებენ ოპერირებას.

„ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს მარტივად შეუძლიათ გადაწყვიტონ დილას, შუადღეს თუ საღამოს სად ისიამოვნონ მადისაღმძვრელი კერძებით. განსაკუთრებით გვახარებს ის დადებით სიგნალები, რომლებიც რებრენდინგის შემდეგ იკვეთება. ჩვენი კომპანიის ყოველდღიური გაყიდვების 50% ყავაზე და ყავის პროდუქტებზე მოდის და ეს მაჩვენებელი მთელი ჩვენი ქსელის რებრენდინგის შემდგომ კიდევ უფრო გაიზრდება. ამასთან, სენდვიჩების ასორტიმენტს ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით და მომხმარებლებს დამატებით კერძებს შევთავაზებთ“, - აცხადებს „დანკინის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

საქართველოში უმაღლესი ხარისხის იტალიურ ესპრესოზე დამზადებული 20-ზე მეტი სახეობის ცივი და ცხელი ყავის მოყვარულთათვის “დანკინი” შეუცვლელი თავშეყრის ადგილი გახდა. ამას გარდა, “დანკინის” რესტორნებში წარმოდგენილია 20-ზე მეტი უგემრიელესი სენდვიჩი, ქართული საცხობის პროდუქტები, საუზმე გრანოლათი და სხვა მრავალი. კომპანიის ბრუნვის 25% კი მრავალფეროვან დონატებსა და ფრანგულ ფუნთუშეულზე მოდის.

„გახარია წადი“ - ფოთში, საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ თვალახვეული პლაკატით მივიდა

16 ივლისი, 2019 , 14:10

ფოთში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ დარეჯან ცხვიტარია სხდომაზე შს მინისტრის თვალახვეული პლაკატით მივიდა, რომელზეც ეწერა „გახარია წადი“. საკრებულოს ოპოზიც

ზუგდიდის თეატრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

13 ივლისი, 2019 , 14:17

ზუგდიდს ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება, სამშენებლო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ მოადგილეებთან ერთად დაათვალიერეს. ახალ თეატრს, რომ

კახეთის რეგიონში აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

13 ივლისი, 2019 , 11:32

კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ. რეგიონში სტიქიური მოვლენებიდან გამოწვეული ზარალი სრულად არის დათვლილი სადაზღვეო კომპანიების მხრიდან. სოფლისა

დღეს ქობულეთში „Kobuleti Fest 2019” გაიმართება

13 ივლისი, 2019 , 10:41

დღეს, ქობულეთი ფესტივალს „Kobuleti Fest 2019“ მასპინძლობს. ფესტივალი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ის 14:00 საათზე ფრან

რუსლან აბაშიძე ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

12 ივლისი, 2019 , 12:50

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, ქალაქ ბ

კლდის ჩამოშლის გამო, მამისონის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

12 ივლისი, 2019 , 11:25

უხვი ნალექების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ147-კმ149 მონაკვეთზე, ჩამოსულია მიწა-კლდის შვავები, რის გამოც, აღნიშ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს