უკან

მოზაიკა

6 აგვისტო, 2020 11:50
font-size

“დანკინის” ამერიკული რესტორნების მენიუს საქართველოში პიცა დაემატა

“დანკინის” ამერიკული რესტორნების მენიუს საქართველოში პიცა დაემატა და ამიერიდან ერთგული მომხმარებლები იტალიური პეპერონის, მარგარიტას და პიცის ყველით და ლორით დაგემოვნება მხოლოდ 5.50 ლარად შეეძლებათ.

როგორც მოგეხსენებათ, გასულ წელს „ვისოლ ჯგუფმა“ ბიზნესის დივერსიფიკაცია განაგრძო და პიცერიების ქსელის შექმნა დაიწყო „ვენდისთან“ ერთად. საქართველოს “ვენდი”-ს რესტორნებში “ვენდი”-ს პიცის კუთხეების გაყიდვების მაჩვენებელი იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ ჯგუფმა გადაწყვიტა „დანკინის“ მომხმარებლებისთვისაც მიეცა საშუალება დაეგემოვნებინათ ყველაზე მოსახერხეელი ზომის (19 სმ დიამეტრის) უგემრიელესი იტალიური პიცები ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად.

„სამომხმარებლო ბაზრის შესაბამისი კვლევების საფუძველზე და „ვენდისში“ პიცების კუთხის გაყიდვებით დავრწუნდით, რომ პიცა ჩვენს ქვეყანაშიც საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და პროექტის მაღალი ხარისხით შესრულების შემთხვევაში იდეა წარმატებული იქნება. „დანკინის“ პიცის გემოვნური თვისებები, მოსახერხებელი ზომა და ძალიან ხელმისაწვდომი ფასი მისი გაყიდვების მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი ფაქტორებია, შესაბამისად, ვფიქრობთ „დანკინის“ მრავალფეროვან მენიუში კიდევ ერთი გემრელი შეთავაზების დამატება ამერიკულ რესტორნებს კიდევ უფრო საყვარელ თავშეყრის ადგილებად აქცევს”, – აცხადებს “დანქინი“-ს და “ვენდი”-ს გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

ყველაზე გემრიელი პიცის შესაქმნელად კომპანიამ საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე იმუშავა იტალიელ კონსულტანტებთან ქ. ნაპოლიდან. ნაპოლი - იტალიური პიცის დაბადების ადგილია. სწორედ იტალიელ კონსულტანტებთან ერთად შეირჩა რესტორნებისთვის პიცის ასორტიმენტი, ინგრედიენტები და დანადგარები. „დანკინის“ პიცის ხარისხი და გემოვნური თვისებები სრულიად გამორჩეულია და ამაში მომხმარებელი თავადვე ადვილად დარწმუნდება.
NS

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი