უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

18 სექტემბერი, 2017 17:20
font-size

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 10 პროცენტით გაიზარდა - ნიკოლოზ გაგუა

2017 წლის II კვარტლის ეკონომიკურმა ზრდამ 4,7% შეადგინა, ნაცვლად 4.0 პროცენტისა, რომელიც ყოვლთვიური შეფასებების საფუძველზე იქნა გაანგარიშებული, - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ და მას-მედიის წარმომადგენლებს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია ქვეყნის მიმდინარე ეკონომიკური დინამიკის შესახებ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის II კვარტლის ეკონომიკურმა ზრდამ 4,7% შეადგინა, ნაცვლად 4.0 პროცენტისა, რომელიც ყოვლთვიური შეფასებების საფუძველზე იქნა გაანგარიშებული. შესაბამისად, დაზუსტდა შესაბამისად, 2017 წლის პირველ ნახევრის ეკონომიკური ზრდა, რამაც შეადგინა 4.9 პროცენტი.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, 2017 წლის II კვარტლის მონაცემებით, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
მშენებლობა: ზრდა 16,4%;

სასტუმროები და რესტორნები: ზრდა 12,9%;

ტრანსპორტი: ზრდა 7,0%;

ვაჭრობა: ზრდა 3,7%;

ოპერაციები უძრავი ქონებით: ზრდა 7,2%;

საფინანსო საქმიანობა: ზრდა 6,4%.

ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ბოლო წლებში, ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი უჭირავს კერძო სექტორს, რაც განსაკუთრებით გამოკვეთილია 2017 წელს. მისი თქმით, პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება ხელფასების ზრდაში. კერძოდ, 2017 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 10 პრცენტით გაიზარდა. ხელფასების ყველაზე სწრაფი ზრდა დაფიქსირდა: სამშენებლო სექტორში - 38,6%; სოფლის მეურნეობაში - 27,9%; საფინანსო საქმიანობაში - 20%; სასტუმრო-სარესტორნო სექტორში - 14,9%; მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის სფეროში - 11,6%.

„მნიშვნელოვანია რომ აღნიშნულ ზრდაში წარმმართველი კვლავ კერძო სექტორია. კერძოდ სესაშემოსავლო დეკლარაციების ინფორმაციის ანალიზი აჩვენებს, რომ პირველ 7 თვეში მთლიანი სახელფასო ხარჯი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8,7%-ით გაიზარდა. აქედან სახელმწიფო სექტორში სახელფასო ხარჯი 0,6%-ით შემცირდა, ხოლო კერძო სექტორში 12%-ით გაიზარდა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. მისი განცხადებით, 2017 წლის პირველ ნახევარში კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა, წინა წელთან შედარებით 18%-ით, ხოლო საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულება 18%-ით არის გაზრდილი. ამავე პერიოდში ბიზნეს სექტორმა 30 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა.

ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ. 2017 წლის იანვარ - აგვისტოში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 28.5%-ით. გარდა ამისა, ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდამაც, რაც მომსახურების ექსპორტს წარმოადგენს. იანვარ-აგვისტოში შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან 29.1%-ით გაიზარდა და 1,859.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

„საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა ხელს შეუწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, ეკონომიკის დივერსიფიკაციას და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას შემდგომი წლების განმავლობაშიც,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

14 ნოემბერი, 2018 , 17:25

14 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7045 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7155 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0,011 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

საბანკო რეგულაციების ამოქმედება უკვე მეორედ გადავადდა

14 ნოემბერი, 2018 , 16:35

ახალი საბანკო რეგულაციები, რომლებიც კომერციული ბანკებისთვის ხვალიდან უნდა ამოქმედებულიყო, 1-ელი იანვრისთვის გადავადდა. ამის შესახებ ეროვნულმა ბანკმა განაცხადა. რეგულაციები, რომლის ამოქმედება ხვალიდან იგეგმებოდა, მხოლოდ ს

სებ-ი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2018 , 14:35

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს: 2018 წლის 14 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლია

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

14 ნოემბერი, 2018 , 14:35

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგს აქვეყნებს: 2018 წლის 14 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-

2018 წლის მესამე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში, ხოლო რუსი ვიზიტორების რაოდენობა 20.1%-ით გაიზარდა - საქსტატი

14 ნოემბერი, 2018 , 12:40

საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.2 მილიონი შემოსვლა, რაც 8.6 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. შემოსვლების

ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა საშუალოდ 40 ათასი ადამიანით იზრდება ყოველწლიურად, თუმცა ეს არაა საკმარისი სიღარიბის დასაძლევად - ფინანსთა მინისტრი

13 ნოემბერი, 2018 , 17:45

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ყოველწლიურად ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 40 000 ადამიანით იზრდება, თუმცა ეს არაა საკმარისი სიღარიბისა და უმუშევრობის პრობლემების დასაძლევად. ამის შესახებ მინი

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`